კალიფორნიაში ქარიშხალს სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა

კალიფორნიაში ქარიშხალს სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში კალიფორნიის შტატს ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს, რასაც სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა.

Reuters-ის ინფორმაციით, სტიქიური უბედურების გამო 25 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა დროებით საცხოვრებელი დაეტოვებინა.

ქარიშხლის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ განსაკუთრებით ქალაქი მონტეციტო დააზიანა.