ალუდა ღუდუშაური - საკუთარი ქვეყნის მტრობას თავი დაანებონ და ხალხს აუხსნან, როგორ უნდა მისცე საბრძოლო ტექნიკა უკრაინას, როდესაც საქართველო პრაქტიკულად პირისპირაა დარჩენილი რუსეთთან - ცოტა გონებას მოუხმონ

მოდი, ყველამ თავი დაანებოს ჩვენ ქვეყანას, ეს რა თქმა უნდა, სააკაშვილს აღარ ეხება, რადგან მან მოქმედებითაც დაადასტურა, რომ არანაირი კავშირი არ აქვს, არც ხალხთან და არც ქვეყანასთან, რომლის მოქალაქეც იყო, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის გადაცემის თემაზე გავრცელებულ განცხადებას.

ალუდა ღუდუშაურის თქმით, გარკვეული პოლიტიკოსები „კუმ ფეხი გამოყოს“ სიტუაციაში არიან და ცდილობენ, რომ თავი გამოიჩინონ.

„თანამედროვე ტექნოლოგია იძლევა საშუალებას და საკუთარი სახლებიდან როგორმე გაზომონ, რა მანძილზე დგას ოკუპანტის საბრძოლო ტექნიკა. ამ ვითარებაში გამოლაგდებიან...თურმე ამ ვითარებაში უნდა ადგე და შენი საბრძოლო ტექნიკა მიაწოდო უკრაინას. ვქვით, რომ ჩვენ ვართ უკრაინის, სიმართლის მხარეს და ვუსურვებთ მშვიდობას, ვუსურვებთ გამარჯვებას. ომში მყოფი ქვეყნის წარმომადგენლების განცხადებებს მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში ჩვენ განცხადებებით არ ვპასუხობდით, გვესმის კარგად, რა მძიმე მდგომარეობაში არიან, მაგრამ ეს პოლიტიკოსები და ვიღაცები „კუმ ფეხი გამოყოს“ სიტუაციაში არიან და ცდილობენ, რომ თავი გამოიჩინონ, იმიტომაც აქვთ ზოგს ნული, ზოგს ერთპროცენტიანი მხარდაჭერა. საკუთარი ქვეყნის მტრობას თავი დაანებონ და ხალხს აუხსნან ის, როგორ უნდა მისცე საბრძოლო ტექნიკა უკრაინას, როდესაც შენი ქვეყანა პრაქტიკულად პირისპირაა დარჩენილი რუსეთთან, რამდენიმე კილომეტრში და ოცი პროცენტი არის ოკუპირებული. იქნებ აზრი დაატანო და ცოტა გონებას მოუხმონ ყველამ და გაიაზრონ, რომ ბუჩა სანამ იქნებოდა, ჩვენთან იყო ეგ ყველაფერი. დიახ, ჩვენ ვიყიდეთ ეს ტექნიკა და არავითარ შემთხვევაში არავის არ უჩუქებია. საქართველო რომ საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს იცავს, როგორც ჩანს, ამას ვერ ეგუებიან, მაგრამ იქნებ როგორმე დაკავდნენ იმ ერთ პროცენტიან მხარდაჭერაში“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024