„ლიბერთი ბანკის“ მობაილბანკს საპენსიო დანაზოგის ნახვის ფუნქცია დაემატა

„ლიბერთი ბანკის“ მობაილბანკს საპენსიო დანაზოგის ნახვის ფუნქცია დაემატა. საპენსიო სააგენტო განმარტავს, რომ დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართულ მათი ბანკის ყველა მომხმარებელს საკუთარი საპენსიო ანგარიშის ჯამური აქტივების ნახვა მობაილბანკში შეეძლება.

„თქვენი დანაზოგი მთავარ გვერდზე უკვე გამოსახულია, ფუნქციონალის ღილაკზე დაჭერისას, კი შეგიძლიათ საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადასვლა, სადაც თქვენს პირად საპენსიო ანგარიშზე სახელმწიფოს, დასაქმებულისა და დამსაქმებლის მიერ განხორციელებული შენატანებისა და მათზე დარიცხული სარგებლის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ.

მობაილბანკში თქვენი დასტურის შემდეგ, საპენსიო დანაზოგის შესახებ ინფორმაცია მუდმივად განახლდება. აქვე შეგახსენებთ, რომ თქვენს პირად საპენსიო ანგარიშზე შესასვლელად გჭირდებათ ბუღალტრის მიერ მოწოდებული ერთჯერადი პაროლი. ორი ან მეტი დამსაქმებლის შემთხვევაში, სისტემაში შესასვლელად დაგჭირდებათ ორი ნებისმიერი დამსაქმებლის პაროლი“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო