ინგლისსა და უელსში, ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაახლოებით 25 000 თანამშრომელი გაიფიცება

ინგლისსა და უელსში, ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაახლოებით 25 000 თანამშრომელი დღეს გაიფიცება.

როგორც ბრიტანული მედია წერს, გაფიცვის გამო, ზოგიერთი პაციენტი იძულებული იქნება საავადმყოფოში თავად მივიდეს.

გაფიცვაში მონაწილეობენ, როგორც პარამედიკოსები, ისე ოპერატორები, მძღოლები და ტექნიკოსები.

მედია წერს, რომ მოქალაქეებს 999-სა და 111-ზე დარეკვისას გვიან უპასუხებენ, დაგვიანებებით გავლენ გამოძახებებზე სასწრაფო დახმარების ჯგუფებიც.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური (NHS) ინგლისში პაციენტებს ურჩევს, რომ სიცოცხლისთვის საშიში, გადაუდებელი მდგომარეობის შემთხვევაში, კვლავ დარეკონ 999-ზე, თუმცა 111-ს, ოჯახის ექიმსა და აფთიაქებს მიმართონ იმ შემთხვევაში თუკი მათი ჯანმრთელობისთვის დახმარების გადაუდებელი საჭიროება არ არსებობს.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას