პაატა მანჯგალაძე - გურამ მაჭარაშვილი და მისი ჯგუფი არის „ჩხრიალა გველის“ კუდი, რომ კუდზე გადავიტანოთ ყურადღება და თავი გადარჩეს - თავი არის „ქართული ოცნება"

გურამ მაჭარაშვილი და მისი ჯგუფი არის „ჩხრიალა გველის“ კუდი, რომ კუდზე გადავიტანოთ ყურადღება და თავი გადარჩეს - თავი არის „ქართული ოცნება", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც ანდრეი კასიანოვზე გურამ მაჭარაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მანჯგალაძის თქმით, უკრაინამ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა ქვეყანას მიმართა იარაღით დახმარების თხოვნით და მიუღებელია ის განცხადებები, რომელსაც "ხალხის ძალა" და „ქართული ოცნება" აკეთებენ.

„მაჭარაშვილის ჯგუფს რაც შეეხება, ახლა როცა მოვუსმინე, ვფიქრობდი რა სტრატეგია შეიძლება ჰქონდეთ მათ, როცა გამოდიან, ატეხენ ხმაურს, მერე დაიკარგებიან, მერე ისევ ხმაურობენ, ეს არის არარსებული, მოდელირებული რეალობის შექმნის მცდელობა, რასაც ისინი აკეთებენ, როცა დასავლეთისგან ქმნიან მტრის ხატს. ასეთი გველის სახეობა არსებობს, „ჩხრიალა გველი“ ჰქვია. საფრთხე როცა არსებობს, თავი რომ გადაირჩინოს, გამოყოფს კუდს და დაიწყებს ჩხრიალს, ასეთი კუდია ხალხის ძალა ქართულ პოლიტიკაში, რომ კუდზე გადავიტანოთ ყურადღება, კუდის ჩხრიალზე, რომ თავი გადარჩეს და თავი არის "ქართული ოცნება“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისათვის, "ხალხის ძალის" წევრი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში უკრაინის დროებით რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადება იყო ბრალდება აშშ- ის მიმართ საომარ მოქმედებებში ჩართვასთან დაკავშირებით. მან აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს მოუწოდა, უარყოს ან დაადასტუროს კასიანოვის განცხადება.

ინფორმაციისთვის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, კიევმა ითხოვა „ბუკის“ კომპლექსების გადაცემა, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა. მისივე თქმით, უკრაინის თხოვნა მოიცავდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გადაცემულ Javelin-ის სისტემებს და ამ უკანასკნელთან დაკავშირებით იყო არა მხოლოდ თანხმობა შეერთებული შტატების მხრიდან, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო