მიხეილ სააკაშვილი - ვინმე გელა ნიკოლაიშვილი, რომელსაც გორში იურიდიული აქვს დამთავრებული, არ ენდობა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნევროლოგს - ეს სასაცილო იქნებოდა, საქმე რომ არ გვქონდეს მკვლელობის სცენართან და ურთქმელიძე არ იყოს ცივსისხლიანი მკვლელობის კლასიკური წარმომადგენელი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს, მასთან დაკავშირებით, „მაგნიტსკის“ მსგავსი სიის შედგენის პროცესში ჩაერთონ.

როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნული სიის შედგენა არ არის მხოლოდ პარტიული საკითხი.

ამასთან, ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ „სააკაშვილის სიაში“ უნდა შევიდნენ პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მალხაზ ურთქმელიძე, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი და „მსგავსი სუბიექტები“.

„სასამართლო პროცესიდან, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლების გამოსვლიდან მე გავიგე რამდენიმე რამ:

  1. სამინისტრო არ ენდობა მისი შერჩეული არც ერთი ექიმის დასკვნას,
  2. ის, რომ ჩავარდნები მაქვს მეხსიერებაში, 50 კილო დავიკელი, ვერ დავდივარდა ა.შ, 2017 წლის კიევის მოვლენების ბრალი ყოფილა.

ჩემი აზრით, 4 წლის ასაკში ველოსიპედიდან რომ გადმოვვარდი და სამი კბილი მოვიტეხე, სინამდვილეში ესაა ყველაფერში დამნაშავე და არა ის, რომ მირტყეს, ასფალტზე და იატაკზე მათრიეს, „შუმოკი“ მომიწყვეს და მომწამლეს თბილისში.

ვინმე ნიკოლაიშვილი ეუბნება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნევროლოგს, რომ არ ვენდობი შენს დიაგნოზსო, ოღონდ ამ ნიკოლაიშვილს გორის იურიდიული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და პრაქტიკულად, გენიოს ლაჰანს (რომელიც 12 წლის ასაკში გახდა სტუდენტი, დაჯილდოებულია ამერიკის ყველა მთავარი ჯილდოთი) ეკამათება მედიცინაზე.

ყველაფერი ეს სასაცილო იქნებოდა, საქმე რომ არ გვქონდეს მკვლელობის სცენართან და ურთქმელიძე არ იყოს ცივსისხლიანი მკვლელობის კლასიკური წარმომადგენელი.

რაც შეეხება მსგავსი სუბიექტების გლობალური „მაგნიტსკის სიაში“ ჩართვას, მე მოვუწოდებ ამ საქმეში აქტიურად ჩაერთონ არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინაიდან ეს არაა პარტიული საკითხი”, - წერს სააკაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო