მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი უკრაინის მიერ შეთავაზებულ „მშვიდობის ფორმულას“ მხარს უჭერს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ომის დასასრულებლად, თურქეთი უკრაინის მიერ შეთავაზებულ „მშვიდობის ფორმულას“ მხარს უჭერს.

„რუსეთი აცხადებს, რომ ის ახლა მზადაა მოლაპარაკებებისთვის. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შეთავაზებით გამოვიდა. ჩვენ, თურქეთი, მხარს ვუჭერთ ამ გეგმას და ვაგრძელებთ მუშაობას“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმითვე, ოფიციალური ანკარა უკრაინაში ომის დასასრულებლად დიდ ძალისხმევას იღებს და თანამშრომლობს ორივე მხარესთან - როგორც უკრაინასთან, ისე - რუსეთთან.

„რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი გრძელვადიანი მშვიდობა და ორმხრივად მისაღები გადაწყვეტაა. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ომი დასრულდება მოლაპარაკებების მაგიდასთან. რაც ადრე, მით უკეთესი“, - დასძინა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდ ოცეულს“ გასული წლის 15 ნოემბერს „მშვიდობის ფორმულა“ შესთავაზა და ხაზი გაუსვა 10 სავალდებულო პირობას მის ქვეყანაში ომის დასასრულებლად.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო