ბექა ლილუაშვილი - „ხალხის ძალის“ სახით გააჩინეს წარმონაქმნი, რომელიც ძირს უთხრის დასავლეთს ქვეყანაში - ასეთი რიტორიკა პარტნიორებში ქმნის განწყობებს, რომ საქართველომ იზოლაციისკენ მიმართული კურსი აირჩია

„ხალხის ძალის“ სახით გააჩინეს წარმონაქმნი, რომელიც ძირს უთხრის დასავლეთს ქვეყანაში - ასეთი რიტორიკა ქმნის განწყობებს პარტნიორებში, რომ საქართველომ იზოლაციისკენ მიმართული კურსი აირჩია, რაც ჩვენს მოქალაქეებს რუსეთის პირისპირ დატოვებს,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ლილუაშვილი ასევე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის საკითხს და აღნიშნა, რომ ის პოლიტიკური ვაჭრობის საგნად იქცა და აუცილებელია მისი ჰუმანიტარულ ჭრილში დაბრუნება.

„პიარული კუთხით სტრატეგია შეცვალეს, გააჩინეს ეს რაღაც წარმონაქმნი(„ხალხის ძალა“) რომელიც დაკავებულია მხოლოდ იმით, რომ დასავლეთს პირდაპირ ძირს უთხრის ქვეყანაში, შეიძლება ჩვენ გვეცინებოდეს მათ განცხადებებზე, მაგრამ ამით ძალიან აზიანებენ ქვეყანას. ასეთი რიტორიკა ქმნის განწყობებს პარტნიორებში, რომ საქართველომ იზოლაციისკენ მიმართული კურსი აირჩია, რაც საბოლოო ჯამში ჩვენს მოქალაქეებს რუსეთის პირისპირ დატოვებს და როცა ეს კონფლიქტი დამთავრდება და რეგიონში შეიქმნება ახალი უსაფრთხოების პლატფორმა, საქართველო შეიძლება დარჩეს ამ პლატფორმის მიღმა. ამის გარეშე ჩვენ დაუცველები ვართ და ვრჩებით რუსეთის პირისპირ.

სააკაშვილის საკითხი, რომელიც სრულად უნდა ყოფილიყო და არის ჰუმანიტარული საკითხი, ეხება პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მისი სიცოცხლის საფრთხეებს, სახელმწიფოს მხრიდან დაცვას, ორივე მხარემ გახადა პოლიტიკური დისკუსიის, პოლიტიკური ვაჭრობის საკითხი. საბოლოო ჯამში, ამით სააკაშვილის ჯანმრთელობას კიდევ უფრო მეტი საფრთხე შეუქმნა. გვარამიას შემთხვევაში, ხელისუფლებამ თვითონ გააჩინა ამ საკითხზე კითხვები, როცა იმ ფორმით მოახდინა გვარამიას მიმართ სასჯელის აღსრულება, რა ფორმითაც მოახდინა და ეს საკითხი დღეს არის პოლიტიკური განხილვის და დისკუსიის საგანი მაშინ, როცა ქვეყანაში არსებითად მძიმე პრობლემები არსებობს მოქალაქეებისთვის. ხელისუფლებამ უნდა დააბრუნოს ეს ჰუმანიტარულ განზომილებაში, მიუხედავად იმისა, რომ ამას კონკრეტული სუბიექტები, მათ შორის "ნაციონალურ მოძრაობაში" ხელს უშლიდეს, მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მოქალაქეების წინაშე და ამ საკითხით არ დააზიანოს მათი ინტერესები,"- განაცხადა ლილუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო