თინა ხიდაშელი - საქართველოს ხელისუფლება მენტალურად არის მიერთებული მოსკოვთან და ქვეყნის უსაფრთხოებას კრემლის პრიზმიდან უყურებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება მენტალურად არის მიერთებული მოსკოვთან და ქვეყნის უსაფრთხოებას კრემლის პრიზმიდან უყურებს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ აღნიშნა, ტრაგედიაა, თუ ხელისუფლებაში ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთი იმ მდგომარეობაშია, სადღაც „მეორე ფრონტს“ გახსნის.

„საქართველოს ხელისუფლების მთავარი პრობლემა სწორედ ის არის, რომ ისინი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას კრემლის პრიზმიდან უყურებენ. იმაში კი არ არის პრობლემა, რომ ვიღაც ჩვენი ხელისუფლებიდან „შნურით“ კრემლზეა მიერთებული. არა, ეს არ არის რეალურად ასე. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ისინი მენტალურად არიან მიერთებული მოსკოვთან და ამ შიშებთან: „რას იტყვიან კრემლში, როგორ იმოქმედებს ეს კრემლის პოლიტიკაზე“. თუ საქართველოს ხელისუფლებაში ვინმე არსებობს ისეთი, ვინც სინამდვილეში ლოგიკურად და დასაბუთებულად ფიქრობს, დღეს რუსეთი იმ მდგომარეობაშია, სადღაც „მეორე ფრონტი“ გახსნას, კიდევ უფრო დიდ ტრაგედიასთან გვქონია საქმე. ხვდებით, რა გადამეტებული წარმოდგენა აქვთ რუსეთის უძლეველობაზე?!“,-განაცხადა ხიდაშელმა.

მისი განმარტებით, რუსეთი პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით მკვდარია, რასაც ვერ ხვდება საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება.

„პასუხი მარტივი და მოკლეა - საქართველოს ხელისუფლების პირველმა, მეორე, მეშვიდე პირებმა ვერ გაიგეს, ვერ დაიჯერეს, ბოლომდე ვერ გააცნობიერეს, რომ რუსეთი პოლიტიკურად, სამხედრო თვალსაზრისით უკვე მკვდარია და დამარცხებული. ამაშია მთელი პრობლემა“, - განაცხადა ხიდაშელმა.

გარდა ამისა, მან უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადება შეაფასა, რომლის თქმითაც, კიევმა „ბუკის“ კომპლექსების გადაცემა ითხოვა. როგორც თინა ხიდაშელი აცხადებს, უკრაინის მხრიდან ასეთი მოთხოვნა არც მოულოდნელია და არც გაუგებარი.

„თავიდან თხოვნა იყო, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა სამხედრო დახმარებას ითხოვს ყველა მისი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოსგან, ბუნებრივია, ამ ჩამონათვალიდან საქართველო ვერ ამოვარდებოდა. იმედია, არც არასდროს ამოვარდება. მეგობარ და პარტნიორ სახელმწიფოდ დარჩება მიუხედავად იმ პერიოდული გაუგებრობის ტალღებისა, რომელიც ამ ურთიერთობებში გადაგვივლის ხოლმე. ამიტომ, ეს არ არის არც მოულოდნელი, არც გაუგებარი და არც უცნაური“, - განაცხადა ხიდაშელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა