გიული ალასანია - ხრისტო გროზევის განცხადება დამაიმედებელია

ამაზე ნუ მელაპარაკებით. მე ვცდილობ, ჩემი შვილის გადარჩენას. ვინ რა თქვა და რატომ თქვა, თქვა, თუ არა, ეს მე არ ვიცი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ მედიაში გავრცელებულ იმ აუდიოჩანაწერზე კომენტირებისას აღნიშნა, რომელშიც სავარაუდოდ, ნიკა მელია სააკაშვილის შესახებ საუბრობს.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საქმეს, გიული ალასანიამ ის ფაქტი შეაფასა, რომ Bellingcat-ის საგამოძიებო ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, ხრისტო გროზევმა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს თანამშრომლობა შესთავაზა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის საქმეში გამოძიებასთან დაკავშირებით.

როგორც ალასანია განმარტავს, აღნიშნული განცხადება დამაიმედებელია.

„მოვისმინეთ, რომ ადამიანი ჩვენს მხარეს სთავაზობს, ერთად გამოიკვლიონ {საქმე}. თუ არ ჩაერთვებიან, ცალკე გამოიკვლევენ. მეორე, ძალიან სასიამოვნო იყო ის, რომ საერთაშორისო კომპანიაც ჩაერთო. ეს ძალიან დამაიმედებელი ფაქტებია. სასამართლოს რაც შეეხება, ვნახოთ“,- აღნიშნავს ალსანია.

ცნობისთვის, 4 იანვარს მიხეილ სააკაშვილმა ხრისტო გროზევს მიმართა. სააკაშვილი მიმართვაში საუბრობს იმაზე, რომ „საწამლავი და მძიმე მეტალები აღმოჩნდა“ მის თმასა და ფრჩხილებში და გროზევს მოუწოდებს, თუ შეუძლია გამოიძიოს რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული ფარული და ოლიგარქიული სქემები, რაც სააკაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანი იქნება მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო