პაატა მანჯგალაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარეობს და დღევანდელი სასამართლო პროცესიც ამის ნაწილია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარეობს და დღევანდელი სასამართლო პროცესიც ამის ნაწილია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი გადარჩება, თუ საერთაშორისო სანქციები გახდება რეალური, მათ შორის იქნება „მაგნიტსკის სიის“ მსგავსი სია და თუ ბევრი ხალხი გამოვა ქუჩაში.

„ჩვენ რომ ნორმალური სასამართლო გვქონდეს, დღეს ვიტყოდი, რომ სასამართლომ გადაწყვიტოს, მაგრამ ამას ვერ ვამბობ, რადგან სასამართლო არ გვაქვს. ყველანაირი მტკიცებულება აქვს მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარეს, რომ დარბაზიდან დღესვე მიეცეს შესაძლებლობა მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის, მაგრამ ამას არ გააკეთებენ. არ გააკეთებენ იმიტომ, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა მათთვის პოლიტიკურად მიუღებელი ადამიანი პოლიტიკური სცენიდან გაიყვანოს. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარეობს და ამ სპეცოპერაციას ვუყურებთ ჩვენ დღეს. ეს სასამართლო ამ სპეცოპერაციის ნაწილია. ის ერთ შემთხვევაში გადარჩება, თუ საერთაშორისო სანქციები გახდება რეალური, მათ შორის „მაგნიტსკის სიის“ მსგავსი სია და თუ ბევრი ხალხი გამოვალთ ქუჩაში. მინდა მოქალაქეებს მივმართო, აქ არ წყდება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი, აქ წყდება საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის საკითხიც, რადგან ევროპაში არ მიიღებენ ქვეყანას, სადაც ვიღაცის პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ყოფილ პრეზიდენტს კლავენ“,-განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დისტანციურადაც არ ესწრება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე უცხოელ ექსპერტებს, ნობელის პრემიის ლაურეატ ექიმს, ჯეიმს კობსა და ექიმი სტიუარტ ფინკელს დაკითხავენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო