ბადრი ჯაფარიძე - ანაკლიის პორტის პროექტში სახელმწიფოს მიერ 300 მილიონი დოლარის ინვესტირება ფანტასტიკის სფეროა - სადაც სახელმწიფოს 51% ექნება, იქ არცერთი რეპუტაციული ინვესტორი არ შემოვა

ანაკლიის პორტის პროექტში სახელმწიფოს მიერ 300 მილიონი დოლარის ინვესტირება ფანტასტიკის სფეროა, - ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, პროექტში, სადაც სახელმწიფოს 51%-იანი წილი ექნება, არცერთი რეპუტაციული ინვესტორი არ შევა.

„საქართველოს მთავრობამ ვითომდა რამდენიმეთვიანი ვადაგადაცილების გამო ანაკლიის განვითარების კონსორციუმს კონტრაქტი შეუწყვიტა. ჩნდება კითხვა- ვინ მიიღო ამით სარგებელი, ჩვენმა სახელმწიფომ? რა თქმა უნდა, არა. სამი წელი გავიდა და თითი თითზე არ დადებულა, უზარმაზარი შესაძლებლობები დავკარგეთ. ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს დღევანდელი მთავრობა. სახელმწიფოს მიერ 300 მილიონი დოლარის ინვესტირება ფანტასტიკის სფეროა. სადაც სახელმწიფოს 51% ექნება, იქ არცერთი რეპუტაციული ინვესტორი არ შემოვა. ამიტომ, ამ საკითხზე განცხადება, რაც მოვისმინეთ, არის პროპაგანდისტული მიზნებისთვის“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო