საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის აეროპორტში ანაზღაურებად სტაჟირებას აცხადებს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, საავიაციო სფეროში განვითარებისა და დასაქმების მსურველებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირებას აცხადებს. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტაჟირება მოიცავს ქუთაისის აეროპორტში სხვადასხვა სამსახურებში 3-დან 6 თვემდე პერიოდს.

„რაც მთავარია, კომპანია აპლიკანტებს არ სთხოვს სამუშაო გამოცდილებას.

ძირითადი მოთხოვნა ინგლისური ენის ცოდნაა, დანარჩენ საჭირო უნარებს კი სტაჟირების მსურველები ადგილზე შეისწავლიან. სტაჟიორები ქუთაისის აეროპორტში აეროდრომის ექსპლუატაციის, ბაქანზე მომსახურებისა და მგზავრთა და ბარგის მომსახურების მიმართულებით დასაქმდებიან.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს მუდმივად აძლევს საშუალებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სამუშაო გამოცდილება მიიღონ და სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში ადგილზე დასაქმდნენ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სტაჟირების პერიოდში დარიცხული ანაზღაურება 625 ლარი იქნება. სტაჟირების შემდეგ, ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში კანდიდატები 3 თვიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნებიან. ამ პერიოდში მოხდება სტაჟირების პერიოდში ნასწავლი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის რეალიზება და თითოეული მათგანის დარიცხული ანაზღაურება იქნება 1000 ლარი, ხოლო გამოსაცდელი ვადის შემდეგ ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატები დაინიშნებიან უვადოდ და თითოეულის დარიცხული ხელფასი იქნება 1375 ლარი.

2022 წლის ივლისში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებული ანაზღაურებადი სტაჟირების ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 30 ადამიანი დასაქმდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანიაა, სხვადასხვა დროს გამოცხადებული ვაკანსიისას hr@airports.ge -ზე შემოსულ რეზიუმეებს შემდგომი თანამშრომლობის მიზნით, 1 წლის განმავლობაში ინახავს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა