„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი - ამ ეტაპზე, 1000 ტონა ტექნიკური მარილია დაყრილი, პრიორიტეტია ცენტრალური გამზირები და ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს - გვრჩება მეორადი ქუჩები, ე.წ. ჩიხები, სადაც ჯერ მარილს ვერ ვყრით

ამ ეტაპზე, 1000 ტონა ტექნიკური მარილია დაყრილი, პრიორიტეტია ცენტრალური ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს - გვრჩება მეორადი ქუჩები, ე.წ. ჩიხები, სადაც ჯერ ვერ მივალთ, მარილს ვერ ვყრით,- ამის შესახებ „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, დავით ფაჩულიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც დავით ფაჩულიამ აღნიშნა, ყურადღებაა მიმართული, რომ მუნიციპალურმა ტრანსპორტმა შეუფერხებლად იმოძრაოს.

„მეოთხე დღეა, რაც დედაქალაქის მასშტაბით ინტენსიურად თოვს. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები 24 საათი აწარმოებენ გაწმენდით სამუშაოებს.

ამ ეტაპზე, 1000 ტონა ტექნიკური მარილია დაყრილი. პრიორიტეტია ცენტრალური გამზირები, ცენტრალური ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს. ყურადღებაა მიმართული, რომ შეუფერხებლად იმოძრაოს მუნიციპალურმა ტრანსპორტმა, რა თქმა უნდა, გვრჩება მეორადი ქუჩები, ე.წ. ჩიხები, სადაც ჯერ ვერ მივალთ, მარილს ვერ ვყრით. ცხელი ხაზით შემოდის ინფორმაცია და თუ სადმე არის შეფერხება, რეაგირება გვაქვს.

გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს როგორც დედაქალაქში, ასევე შემოერთებულ ტერიტორიებზე. გაწმენდით სამუშაოებს ართულებს ღამის საათებში დაბალი ტემპერატურა, ყინვებია. დილით ადრიანად ვიწყებთ გაწმენდას, თუმცა, მაინც გვაქვს შეფერხება მაღლობებზე და მეორად ქუჩებზე“, - აღნიშნავს დავით ფაჩულია.

ამასთან, მან მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ ისეთი ტრანსპორტით გადაადგილებისგან, რომელიც გაუმართავია და არ აქვს ზამთრის საბურავები.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის