გიორგი ბარამიძე - უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლეა გადასარჩენი - არ გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოში სასამართლო, განსაკუთრებით ასეთ საკითხთან დაკავშირებით, ობიექტური იქნება

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეა გადასარჩენი. როგორც მან თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი თავისი ფეხით შევიდა ჰოსპიტალში და ახლა პრაქტიკულად, წონაში განახევრებულია, ვერ გადაადგილდება.

„დღეს მორიგი სასამართლო პროცესია, რომელსაც მიშა ვერ ესწრება მის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობის გამო. როგორც ადვოკატები გვეუბნებიან, დღეს გაგრძელდება იმ ექსპერტების გამოკითხვა, რომლებიც ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, რომ მან საპყრობილეში ყოფნის დროს იმდენი სახის სხვადასხვა დაავადება შეიძინა, მისი მდგომარეობის გამოსწორება პრაქტიკულად შეუძლებელია საქართველოს ჰოსპიტალურ სისტემაში. ვხედავთ, რომ ადამიანი თავისი ფეხით შევიდა ჰოსპიტალში და ახლა პრაქტიკულად, წონაში განახევრებულია, ვეღარ დადის, ვერ გადაადგილდება. ზოგიერთი ექსპერტი საუბრობს მისი მოწამვლის შესახებ და გაურკვეველია რა ვითარებაში, როგორ მოხდა ეს, რა გარემოებები იყო, ყველაფერი ეს გამოსაკვლევია. უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლეა გადასარჩენი. ამას ამბობენ არა მარტო მისი ადვოკატები, არამედ ექიმების კონსილიუმი, რომელიც სახალხო დამცველმა შექმნა. სწორედ მათ, ისევე, როგორც სხვა ექიმებმა და ექსპერტებმა თქვეს ერთმნიშვნელოვნად, რომ მისი სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელია მკურნალობა საზღვარგარეთის მულტიპროფილურ კლინიკაში, სადაც ექნებათ როგორც აპარატურა, ეყოლებათ მრავალი სპეციალისტი, ასევე იქნება გარემო, სადაც საშუალება ექნება პრეზიდენტს, ექიმებმა უმკურნალონ იმ დაავადებებზე, რომელიც მან საპყრობილეში ყოფნის დროს შეიძინა. ერთ-ერთი არის იგივე ანორექსია, რომლის ძალითაც სამწუხაროდ, ადამიანის ორგანიზმი ვერ იღებს საკვებს, ასეთია ასევე მრავალი ნევროლოგიური დაავადება. ბუნებრივია, საქართველოში ეს ყველა ნორმალურ ადამიანს აღელვებს. რაც შეეხება სასამართლოს, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოში სასამართლო, განსაკუთრებით ასეთ საკითხთან დაკავშირებით ობიექტური იქნება“,-განაცხადა ბარამიძემ.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა