გია ცაგარეიშვილი - სააკაშვილს, რომლის შესახებაც ამბობენ, რომ მეხსიერებაში „ჩავარდნები" აქვს, კარგად ახსოვს 2007 წელს „ბუკის" სისტემის შეძენა - ისიც ემახსოვრება რამდენი გადაიხადა სახელმწიფომ, მაგრამ არ ამბობს, რადგან არ აწყობს

მიხეილ სააკაშვილს, რომლის შესახებაც ამბობენ, რომ მეხსიერებაში „ჩავარდნები" აქვს, კარგად ახსოვს, რომ 2007 წელს "ბუკის" სისტემა შეიძინა - დარწმუნებული ვარ, ისიც ემახსოვრება რამდენი გადაიხადა ქართულმა სახელმწიფომ, მაგრამ არ ამბობს, რადგან თქმა არ აწყობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა განუცხადა.

ცაგარეიშვილის თქმით, სამხედრო აღჭურვილობაში საკმაოდ დიდი თანხაა გადახდილი და "ჩვენ არავინ არაფერს გვჩუქნის, ერთეული შემთხვევების გარდა".

"ამ ყველაფერში საკმაოდ დიდი თანხებია გადახდილი, რაც მომავალშიც გაგრძელდება. საქართველოს თავდაცვის საშუალებები სჭირდება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამგვარი საშუალებები ამ ქვეყანას ბევრი და ხარისხიანი ჰქონდეს, რომელსაც მაშინ გამოიყენებს, როცა ამის დრო დაუდგება.

ცხინვალის კატასტროფის შემდეგ ამგვარი შესყიდვები ფაქტობრივად გაჩერებული იყო. განსაკუთრებით აშშ-სთან ურთიერთობა სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვასთან დაკავშირებით აღარ იყო და 2008-2012 წლებში ამ მხრივ ძალიან გვიჭირდა. ეს ყველაფერი 2013-2015 წლებში განახლდა. სწორედ მაშინ შევიძინეთ ტანკსაწინააღმდეგო სისტემები - ე.წ. ჯაველინები და არა მხოლოდ - უამრავი რამ, რაც საქართველოს თავდაცვის ძალებს, შს სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურებს სჭირდება.

ამის საჭიროება ქვეყანას მუდმივად უდგას და ჩვენ უზრუნველყოფის თვალსაზრისით არამხოლოდ აშშ-სთან, არამედ სხვა ბევრ ქვეყნებთან ვთანამშრომლობთ და ამ თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ - ამაში განსაცვიფრებელი არაფერია!

საქართველო უკრაინის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს, რაც მის ძალებშია. უკრაინას დიდი გასაჭირი უდგას - ებრძვის ოკუპანტს, პუტინის შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც უკრაინას ანადგურებენ. ჩვენ ჩვენი პირობებიდან გამომდინარე, რაც შეგვიძლია ვეხმარებით და მაქსიმუმს ვაკეთებთ, რასაც მომავალშიც გავაგრძელებთ", - განუცხადა ჟურნალისტებს გია ცაგარეიშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს