გასტროენტეროლოგ სტიუარტ ფინკელის განაცხადებით, იმ დოკუმენტების თანახმად, რომლებსაც გაეცნო, მიხეილ სააკაშვილს 2021 წელს, დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, კუჭის დაპატარავების ოპერაცია არ ჩატარებია

საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საქმის პროცესზე გასტროენტეროლოგმა სტიუარტ ფინკელმა განაცხადა, რომ იმ დოკუმენტების თანახმად, რომლებსაც ის გაეცნო, სააკაშვილს 2021 წელს, დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, ბარიატრიული ანუ კუჭის დაპატარავების ოპერაცია არ ჩატარებია.

ამის შესახებ გასტროენტეროლოგმა სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

„თქვენ საუბრობთ, რომ სააკაშვილს გაუკეთდა ბარიატრიული ოპერაცია 2017 წელს, თქვენთან არსებული დოკუმენტების მიხედვით. ამის შემდეგ თუ ჰქონდა მას მსგავსი ტიპის ოპერაცია, ანუ ბარიატრიული ოპერაცია კიდევ გაკეთებული? კითხვას იმიტომ გისვამთ, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე, პენიტენციური სამსახური, იუსტიციის მინისტრი და პროპაგანდისტები ცალსახად და ყოველდღიურად გვიცხადებენ ტელევიზიით, რომ სააკაშვილს ჰქონდა 2021 წელს, სანამ დააპატიმრებდნენ სულ ცოტა ხნით ადრე, მსგავსი ტიპის ოპერაცია გაკეთებული და მისი წონაში დაკლება, კერძოდან 120 კილოგრამიდან 73 კილოგრამამდე ჩამოსვლა, გამოწვეული იყო არა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით, არამედ თითქოსდა მან დაპატიმრებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩაიტარა ბარიატრიული“,- აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.

ამასთან, სააკაშვილის ადვოკატის კითხვის საპასუხოდ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეხებოდა გასტროენტეროლოგმა საჭმლის მომნელებელი სისტემის 10-ზე მეტი დაავადება ჩამოთვალა და აღნიშნა, რომ ეს საკმარის საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდა გაუუქმდეს.

„დოკუმენტში, რომელიც ეხება მძიმე და განუკურნებელ დაავადებებს, რომლებიც არის საფუძველი მსჯავრდებული ადამიანის სასჯელისგან გათავისუფლებისთვის, იქ ჩამოთვლილია საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, რომლებიც ეხება ნაწლავებს ან საჭმლისმომნელებელი სისტემის სხვა ორგანოებს, რომლებსაც აქვთ აბსტროქციული ფუნქციის გამოხატული წყვეტა და ასევე კახექსიის ფაზაში. ჩემი აზრით ბატონ სააკაშვილს აქვს ეს მდგომარეობები და ეს არის საფუძვლები მისი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებისგან“,- განაცხადა გასტროენტეროლოგმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო