გივი მიქანაძე - საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებს ძალიან პოზიტიური შეფასებები აქვს საერთაშორისო პარტნიორების მიერ - შეშფოთებებს რაც შეეხება, ეს უფრო თარგმანის პრობლემას წარმოადგენდა

ცვლილებები, რომელიც 96 ხმით გავიდა გასული წლის დასასრულს საარჩევნო კოდექსში, ძალიან პოზიტიური შეფასებით არის აღქმული საერთაშორისო პარტნიორების მიერ - შეშფოთებებს რაც შეეხება, ეს უფრო თარგმანის პრობლემას წარმოადგენდა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მიქანაძის თქმით, შეხვედრაზე 2020 წლიდან 2022 წლის ჩათვლით გატარებული საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა განიხილეს, ასევე ისაუბრეს იმ რეკომენდაციების შესრულებაზე, რომელიც ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის მიერ იყო წარმოდგენილი დასკვნის სახით.

როგორც მიქანაძე აღნიშნავს, დასკვნაში (პარლამენტის ოფიციალურ ვებ- გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტი) არსებული ჩანაწერი შეშფოთების თაობაზე თარგმანის პრობლემა იყო.

რაც შეეხება კიდევ ერთ რეკომენდაციას საარჩევნო საკითხების კომპლექსურად გადახედვის თაობაზე, მიქანაძე აღნიშნავს, რომ სწორედ 2020-დან 2022 წლის ჩათვლით ასახული ცვლილებები არის ფართომასშტაბიანი და კომპლექსური მიდგომა.

„რაც შეეხება „შეშფოთებებს“, ეს უფრო თარგმანის პრობლემას წარმოადგენს, ვიდრე რეალობაში ამ დოკუმენტში რაიმე შეშფოთებაზეა საუბარი, უბრალოდ, გამოითქვა საკითხები, რომელზეც მათი მხრიდან გამახვილდა ყურადღება. როცა დეკემბერში ვიყავი ვენეციაში, იქ წარვადგინე დეტალური ინფორმაცია, თუ რომელი რეკომენდაციები იქნა გაზიარებული დამატებით მათი ანგარიშის წარმოდგენის შემდეგ, მინდა დაგარწმუნოთ, რომ პოზიტიური შეფასება მიეცა საერთო ჯამში. მათ მაგივრად მე ვერ გეტყვით, რჩებათ თუ არა კითხვები, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ის ცვლილებები, რომელიც 96 ხმით გავიდა გასული წლის დასასრულს საარჩევნო კოდექსში და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანულ კანონში, ძალიან პოზიტიური შეფასებით არის აღქმული როგორც ეუთო/ოდირის, ასევე ვენეციის კომისიის და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მიერ”, - განაცხადა მიქანაძემ.

რაც შეეხება რეკომენდაციების სრულად შესრულების საკითხს, როგორც მიქანაძე აცხადებს, არის გარკვეული რეკომენდაციები, რომელზეც კონსენსუსს ვერ მიაღწიეს პოლიტიკურმა ძალებმა. მაგალითად, მიქანაძემ დაასახელა ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული წევრების სერტიფიცირება, რაც, მისივე თქმით, ოპოზიციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

„აქ გიწევს კომპრომისებზე წასვლა, მთელი პროცესი რომ არ დაზიანდეს, ეს ახსნადია და ამ ფორმით მივაწოდეთ მათ [ეუთო/ოდირს] ინფორმაცია, რაც მათთვის გასაგებია და მისაღები”, - განაცხადა მიქანაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო