ლევან დავითაშვილმა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიმდინარეობა განიხილა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორს მარიკა ოლსენს, USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელს მარკ მაკკორდს და პროგრამის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები ირაკლი ნადარეიშვილი და მარიამ ქვრივიშვილი, აგრეთვე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორი ავთანდილ კასრაძე.

„შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს მთავრობასა და ამერიკელ ხალხს, რომლებიც USAID-ისა და ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მეშვეობით ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, პანდემიისა და სხვა გლობალური მოვლენების შედეგად შექმნილი გამოწვევების დაძლევას.

განხილულ იქნა ის პროექტები, რომლებიც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულმა ქვედანაყოფებმა განახორციელეს. მათ შორის, ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტურიზმი, ინოვაციები, ინვესტიციების მოზიდვა, ექსპორტის ხელშეწყობა, მეწარმეობის განვითარება, დიჯიტალიზაცია, ტრანსპორტი და სხვ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს