გიგა ბოკერია - ივანიშვილის რეჟიმისა და მისი დანაყოფების განცხადებები ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხის გამზრდელია

ივანიშვილის რეჟიმისა და მისი დანაყოფების მსგავსი ტიპის განცხადებები ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხის გამზრდელია, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პარტია „ხალხის ძალის“ განცხადებას.

როგორც ის აღნიშნავს, „ბოდვითი განცხადებების დეტალურ განხილვაში არ უნდა შევიდეთ”.

„ჩვენ დიდი ხანია ვიცით, რომ ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ეს რეჟიმი ეწევა პროპაგანდას, რომ ყველა საკითხიდან უნდა მივიდნენ ომის საფრთხემდე, რათა ადამიანთა ნაწილი მაინც შეიყვანონ შეცდომაში, დააბნიონ, თითქოს როგორ ცუდებიც არ უნდა იყვნენ, ამ საფრთხისგან საქართველოს გადაარჩენენ. სინამდვილეში ყველაფერი პირიქით არის. რეჟიმი, რომელიც დაპირისპირებულია აშშ-სთან, დასავლეთთან, არ ზრუნავს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე, მან როგორ უნდა დაიცვას ქვეყანა? პირიქით ის საფრთხეს წარმოადგენს. ყველა ეს ნაბიჯი და განცხადება არის მთელი ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხის გამზრდელი, რუსეთისგან სამხედრო აგრესიის საფრთხის გამზრდელი, ან ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხის გამზრდელი. ეს რეჟიმი არის საფრთხე, ყველა ასეთი განცხადება ამას გვახსენებს და ასე უნდა ესმოდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისათვის, "ხალხის ძალის" წევრი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში უკრაინის დროებით რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადება იყო ბრალდება აშშ- ის მიმართ საომარ მოქმედებებში ჩართვასთან დაკავშირებით. მან აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს მოუწოდა, უარყოს ან დაადასტუროს კასიანოვის განცხადება.

ინფორმაციისთვის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, კიევმა ითხოვა „ბუკის“ კომპლექსების გადაცემა, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა. მისივე თქმით, უკრაინის თხოვნა მოიცავდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გადაცემულ Javelin-ის სისტემებს და ამ უკანასკნელთან დაკავშირებით იყო არა მხოლოდ თანხმობა შეერთებული შტატების მხრიდან, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა