ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, ვიდრე რუსული ჯარები მის ტერიტორიაზე იმყოფებიან

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ფრანს ტიმერმანსის განცხადებით, უკრაინა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, ვიდრე რუსული ჯარები მის ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამის შესახებ ტიმერმანსმა გერმანულ მედიასაშუალება Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„არა, ეს შეუძლებელია. მაგრამ, მთელი იდეა უკრაინისთვის ისაა, რომ ამ კონფლიქტიდან გამარჯვებული, სუვერენული, დამოუკიდებელი, თავისუფალი გამოვიდეს და ეს არჩევანი თავად გააკეთოს. ვფიქრობ, რომ უკრაინა იბრძვის, რათა ეს მოხდეს. ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინას ამ მიზნის მიღწევაში“, - აღნიშნა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კითხვაზე, შეუძლია თუ არა უკრაინას გახდეს ევროგაერთიანების წევრი თუ ქვეყანაში რუსი სამხედროები იმყოფებიან.

ცნობისთვის, ევროკომისიამ უკრაინას შვიდი პირობა განუსაზღვრა, რომელიც მან ევროკავშირის წევრობის გზაზე უნდა შეასრულოს, მათ შორისაა: მართლმსაჯულების რეფორმა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, დეოლიგარქიზაცია და ეროვნული უმცირესობების მიმართ პოლიტიკა.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით