თებერვალში უკრაინას ევროკომისრების დელეგაცია ეწვევა

თებერვალში უკრაინას ევროკომისრების დელეგაცია ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა POLITICO ევროკომისიის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისრებისგან შემდგარი საკონსულტაციო ჯგუფის უკრაინის მთავრობასთან შეხვედრა თებერვლის დასაწყისში კიევში შედგება. ევროკომისრების დელეგაციას თავად ფონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს.

გამოცემის წყარომ ასევე აღნიშნა, რომ კიევში „10-დან 15-მდე კომისარი” ჩავა, რომლებიც უკრაინასთან დაკავშირებულ საბუთებზე მუშაობენ - ვაჭრობიდან ციფრულ პოლიტიკამდე.

ვიზიტის მიზანი „ურთიერთობების შემდგომ გარღმავებასა” და სოლიდარობის დემონსტრირებაში მდგომარეობს.

“ეს პროგრესის აღიარებაა, რომელსაც უკრაინა ევროპისკენ გზაზე აღწევს”, - აღნიშნა გამოცემის წყარომ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო