გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი აცხადებს, რომ მედიკამენტები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში იღებდა, აშშ-ის წამლის სააგენტოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული არ არის

გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი აცხადებს, რომ ზოგიერთი მედიკამენტი, რომელსაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში იღებდა, აშშ-ში დამტკიცებული არ არის.

როგორც მან დღევანდელ სასამართლო პროცესზე განმარტა, კვლევა ქართული კანონმდებლობის შესაბამისად ჩაატარა, თუმცა პაციენტი უშუალოდ ფიზიკურად არ გაუსინჯავს.

„მედიკამენტები არ არის დამტკიცებული აშშ-ის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტოს, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ“, - განაცხადა გასტროენტეროლოგმა.

მან განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად არ გაუსინჯავს.

„ვფიქრობ, რომ კვლევა ქართული კანონმდებლობის თანახმად ჩავატარე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პაციენტი უშუალოდ ფიზიკურად არ გამისინჯავს“, - განაცხადა ექიმმა.

კითხვაზე, იცის თუ არა, რომ მის მიერ დაუმტკიცებლად წოდებული ყველა პრეპარატი საქართველოში კანონმდებლობის შესაბამისია, გასტროენტეროლოგმა უპასუხა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„მე ხელთ მაქვს დოკუმენტი, რომელიც კარგი პრაქტიკის სტანდარტებს ეხება“,-აღნიშნა მან.

პენიტენციური სამსახური დაინტერესდა, რამდენად დასაშვებია, აშშ-ში ადამიანი დაიგნოზს სვამდეს და ეს ლაბორატორიულად არ დასტურდებოდეს, რაზეც ექიმმა უპასუხა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეს შესაძლებელია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო