ანჯეი დუდას განცხადებით, უკრაინისთვის Leopard-ის გადაცემის შესახებ საერთაშორისო კოალიციის ფორმირებაზე გადაწყვეტილება მიღებულია

პოლონეთი უკრაინას გერმანული წარმოების Leopard-ის ტანკებს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია “ტვიტერზე” ავრცელებს.

“პრეზიდენტი ანჯეი დუდა ლვოვში: Leopard-ის ტანკების შენაერთი უკრაინას საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში გადაეცემა. ასეთი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია პოლონეთში”, - წერს პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

თავად დუდას თქმით, დასავლური წარმოების ტანკების უკრაინისთვის გადასაცემად საერთაშორისო კოალიციის ფორმირების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

“თქვენ იცით, რომ საჭიროა გარკვეული ოფიციალური შეთანხმებებისა და თანხმობების მიღება. მაგრამ ჯერ გვესაჭიროება საერთაშორისო კოალიციის შექმნა. და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ასეთი კოალიციის ფორმირების შესახებ”, - თქვა დუდამ ლვოვში.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ Leopard-ის ტანკების პირველი ქვედანაყოფი, ისევე როგორც სხვა ტიპის ტანკები, კოალიციის წევრი სახელმწიფოების მიერ უკრაინას ძალიან მალე გადაეცემა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო