ლუკ კოფი - საქართველო-ამერიკის ურთიერთობები მყარ საფუძველზე დგას, თუმცა დღეს არის გარკვეული ნაპრალები - ზოგიერთი ლიდერის ქმედებები შოკისმომგვრელია

საქართველოს ხალხი და ხელისუფლება მტკიცედ უნდა ადგნენ ევრო-ატლანტიკურ კურსს, - ამის შესახებ ამერიკის ჰადსონის ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ლუკ კოფიმ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“, ხათუნა ლაგაზიძესთან ინტერვიუში განაცხადა. ამით ამერიკელმა ექსპერტმა უპასუხა კითხვას, რას ურჩევდა საქართველოს ხელისუფლებას - რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საიმისოდ, რომ არა მხოლოდ გადავრჩეთ, არამედ გამოვიყენოთ შესაძლებლობები, რომელიც საქართველოს გაუჩნდება რუსეთის მარცხის და მისი შემდგომი დასუსტების შემთხვევაში?

ლუკ კოფის თქმით, ის ვფიქრობს, რომ საქართველოს ბედი, საქართველოს მომავალი ნატოსა და ევროკავშირშია.

„საქართველო-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობები მყარ საფუძველზე დგას, თუმცა, დღეს არის გარკვეული ნაპრალები ამ ურთიერთობებში, მაგრამ მე მჯერა, რომ ეს ურთიერთობები იქნება ჯანმრთელი და მტკიცე და გაგრძელდება მომავალში.

რაც შეეხება, უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებს, მინდა ქართველების გასაგონად ვთქვა, რომ თქვენ ძალიან ამაყები უნდა იყოთ თქვენი ახალგაზრდა ქალებით და კაცებით, რომლებიც დღეს იბრძვიან უკრაინაში. მე შევხვდი მათ, ქართულ ლეგიონს, როცა ახლახან ვიყავი უკრაინაში. ისინი დიდებულ და ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ და სიმამაცე და თავდადება, რომელსაც ისინი აჩვენებენ, აღმაფრთოვანებელია. ქართველ ხალხს აქვს ყველა მიზეზი იმისა, რომ იამაყოს ქართველი მებრძოლებით, რომლებიც იბრძვიან უკრაინაში”,- განაცხადა ამერიკელმა ექსპერტმა.

წამყვანის რეპლიკაზე, როგორ შეაფასებდა საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებს 24 თებერვლის შემდეგ, ლუკ კოფიმ უპასუხა, რომ ზოგიერთი ლიდერისა ქმედებები შოკისმომგვრელია.

„სიმართლე გითხრათ, გარკვეული ქმედებები ზოგიერთი ლიდერისა გულწრფელი თუ ვიქნები, შოკისმომგვრელია ზოგიერთი ჩვენგანისთვის, აქ ვაშინგტონში, მაგრამ ეს ქართველი ხალხის და ქართველი პოლიტიკოსების გადასაწყვეტია. რთულია 5 ათასი კილომეტრის სიშორიდან გამოვთქვა ჩემი მოსაზრებები ამის თაობაზე. მეც, როგორც ამერიკელს ზოგჯერ მეხამუშება ხოლმე, როცა გარედან ვისმენ შეფასებებს ამერიკის პოლიტიკაზე. ამიტომ, თავს შევიკავებ საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ ეტაპზე წარმოებული პოლიტიკის შეფასებისგან”, - აღნიშნა მან.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო