პენიტენციურის ადვოკატი - მიუხედავად უცხოელობისა, ამერიკელობისა და რეგალიებისა, ადამიანები დასკვნებს წერენ ზედაპირულ მონაცემებზე დაყრდნობით -  დარწმუნებული ვარ, 1 წლის მერეც სააკაშვილი ცოცხალი იქნება და ჯანმრთელიც

მოწმეების ნდობის ფაქტორი დაბალია, ვინაიდან, გამოიკვეთა, რომ მიუხედავად უცხოელობისა, ამერიკელობისა და რეგალიებისა, რეალურად ადამიანები დასკვნებს წერენ ისეთ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც ზედაპირულია, ან სხვისი გადმოცემით ან ადვოკატის ინფორმაციით იციან, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატის თქმით, დღევანდელი სასამართლო პროცესით ნათელი გახდა, რომ მიმდინარეობს „სასჯელის მოხდისგან თავის არიდების გეგმის შესრულების“ ოპერაცია.

„მე არ ვამბობ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის დაავადებული, რაღაც დაავადებებით, რომელიც სტრესისგან და შეუგუებლობისგან არის გამოწვეული. ჩვენ ვიხილავთ იმას, რომ არის თუ არა სააკაშვილი მძიმედ დაავადებული და ეს მძიმე დაავადება არის თუ არა ისეთი, რომლის მკურნალობა საქართველოს სამედიცინო დაწესებულებაში არ შეიძლება, ამაზეა საკითხი.

მეორე მხარე პროპაგანდისტულია, სამართლებრივი და სამედიცინო კუთხით, ყოველთვის აკეთებდა აქცენტებს იმაზე, რომ ის მოწამლეს, არასათანადოდ მკურნალობენ და ამავე დროს ამბობენ, ამაზე რატომ გვპასუხობთო“,- განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

კითხვაზე, ხედავს თუ არა ის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საფუძველს, ადვოკატი პასუხობს, რომ სააკაშვილის მკურნალობა, თუ ის დაექვემდებარება და თვითდაზიანებას არ გააგრძელებს, სავსებით შესაძლებელია საქართველოს სამედიცინო დაწესებულებაში.

„დარწმუნებული ვარ, რომ 6 თვის, 1 წლის მერეც სააკაშვილი ცოცხალიც იქნება და ჯანმრთელიც, განურჩევლად იმისა იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში, საქართველოს რომელიმე კლინიკაში თუ საზღვარგარეთ. მერე იტყვიან, ავად იყო, მაგრამ ჩვენ ვუმკურნალეთო. როგორც ცნობილია „დემენცია“ საერთოდ არ იკურნება, მაგრამ გამონაკლისი იქნება“, - აღნიშნა ადვოკატმა.

კითხვაზე, აქვს თუ არა იმ მოწმეების ნდობა, რომლებსაც სასამართლო სხდომაზე მოუსმინეს, ადვოკატი პასუხობს, რომ ნდობის ფაქტორი დაბალია.

„გამოიკვეთა, რომ მიუხედავად უცხოელობისა, ამერიკელობისა და რეგალიებისა, რეალურად ადამიანები დასკვნებს წერენ ისეთ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც ზედაპირულია, ან სხვისი გადმოცემით ან ადვოკატის ინფორმაციით იციან. თვითონ არ აქვთ ნანახი და როდესაც ჩაეკითხები, მეორე მხარეს არ უნდა ეს ჩაკითხვები. პასუხი გაგვცეს ის, რომ „ლაბორატორიული და კლინიკური კვლევები არ ჩაგვიტარებია, მაგრამ დიაგნოზი, მაინც დავსვითო“, - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა