უკრაინაში რუსეთის ომს ვალერი გერასიმოვი უხელმძღვანელებს

რუსეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული არმიის სარდლად, რომელიც უკრაინაში ომს აწარმოებს, გენერალური შტაბის უფროსი, არმიის გენერალი ვალერი გერასიმოვი დაინიშნა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ყოფილი მეთაური სერგეი სუროვიკინი მისი სამი მოადგილიდან ერთ-ერთის თანამდებობას დაიკავებს. ის რჩება საჰაერო კოსმოსური ძალების მეთაურის თანამდებობაზეც.

„სპეციალური სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელობის დონის ამაღლება დაკავშირებულია მისი განხორციელების პროცესში გადაჭრილი ამოცანების მასშტაბის გაფართოებასთან“ , - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ავთანდილ წულაძე - საქართველოსა და კავკასიის რეგიონის მიმართ ტრამპის პოლიტიკა უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე ბაიდენის
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს