ზურაბ აზარაშვილი „იხილოვის სამედიცინო ცენტრის“ დელეგაციას შეხვდა

საქართველოში, ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის შექმნასთან დაკავშირებით, ზურაბ აზარაშვილი ისრაელის „იხილოვის სამედიცინო ცენტრის“ წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯანდაცვის უწყების ცნობით, „იხილოვის სამედიცინო ცენტრის“ დელეგაცია, მსოფლიოს მასშტაბით, ბავშვთა ონკოლოგიური კლინიკების მშენებლობისა და მოწყობის 10-წლიანი გამოცდილების მქონე სამუშაო ჯგუფს წარმოადგენს.

დელეგაციის წევრებმა, უწყების წარმომადგენლებს, სამედიცინო ცენტრის ფუნქციონირების, კლინიკის მოწყობისა და მკურნალობის ტაქტიკის შემუშავების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. განიხილეს ონკო-ჰემატოლოგიური სერვისების მიმართულებით დანერგილი პრაქტიკაც.

როგორც შეხვედრაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, „იხილოვის სამედიცინო ცენტრის“ გამოცდილების გაზიარება და სამომავლოდ, მათთან თანამშრომლობა ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია.

უწყების წარმომადგენლების გარდა, შეხვედრას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ესწრებოდა, რომელმაც დელეგაციის წევრებს საგანმანათლებლო დაწესებულების სტრატეგიული განვითარების გეგმა გააცნო. ისაუბრეს პროტონული თერაპიის კლინიკისა და ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებაც, სადაც სამეცნიერო კვლევითი პროექტები განხორციელდება.

გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ადგილზე იმ ინფრასტრუქტურულ, კლინიკურ და საგანმანათლებლო ბაზას გაეცნობიან, რომელიც ქვეყანაში არსებობს.

შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, საქართველოს ელჩი ისრაელის რესპუბლიკაში ლაშა ჟვანია, „სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელი ეკა ფესტვენიძე, "სოლიდარობის ფონდის" რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ხელმძღვანელი ხათუნა ჩაჩავა, ფონდ „ქართუს“ პროექტების დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, ისრაელის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰადას ესტერ მეიცადი და დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო