ვოლოდიმირ ზელენსკი - რიტორიკა ნატო-ს ღია კარზე უკრაინისთვის საკმარისი არ არის - გადაწყვეტილება ვილნიუსში იქნება, ჩვენ ძალიან ველით ძლიერ ნაბიჯებს, უფრო მეტს, ვიდრე ღია კარს

ნატო-ს ღია კარის შესახებ რიტორიკა არასაკმარისია უკრაინისთვის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლვოვში პოლონელ და ლიეტუველ კოლეგებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინა ვილნიუსში ზაფხულში დაგეგმილ ალიანსის სამიტზე უკრაინის ნატო-ში წევრობის შესახებ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ელის.

“რაც შეეხება ვილნიუსს. დღეისთვის ღია კარის შესახებ რიტორიკის სახით უბრალოდ უკრაინის მხარდაჭერა არასაკმარისია. უფრო ზუსტად, არასაკმარისია ჩვენი სახელმწიფოს მოტივირებისთვის, უფრო კონკრეტულად რომ ვილაპარაკოთ - არასაკმარისია ჩვენი მეომრების მოტივირებისთვის”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან უკრაინის მიერ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მიღება მოიყვანა როგორც კონკრეტული გადაწყვეტილების მაგალითი, რომელიც უკრაინას მოტივაციას უჩენს.

“ჩვენ წინ გადადგმული ნაბიჯები გვჭირდება. გადაწყვეტილება ვილნიუსში იქნება. ჩვენ ძალიან ველით ძლიერ ნაბიჯებს. ჩვენ უფრო მეტს ველით, ვიდრე ღია კარს. ისეთი რაღაცები, როგორც კანდიდატის სტატუსი, მოტივაციას გვიჩენს. რომ ეს ყველაფერი სიმართლეა, რომ დაპირებებს არ გვაჭმევენ, რომ რეალურად თანასწორებს შორის გვხედავენ. წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე დიალოგის გახსნა მოტივაციას გვიჩენს, ვიბრძოლოთ. ისევე, როგორც ვილნიუსის სამიტზე წინ გადადგმული ნაბიჯები”, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო