ანა წითლიძე - ფარული ჩანაწერების გავრცელების მიზანია ნიკა მელიას დისკრედიტაცია - ვინც გაავრცელა, არ შეიძლება იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ გულშემატკივარი, ის არის პარტიის მტერი

ფარული ჩანაწერების გავრცელების მიზანი, რა თქმა უნდა, არის ნიკა მელიას დისკრედიტაცია, მაგრამ პირიქით გამოუვიდათ. ამ გაურკვეველი ჩანაწერებით, ის ადამიანები, რომლებიც ნიკა მელიას მხარდამჭერები არ იყვნენ, მხარს უჭერენ , - ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ მედიაში ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელება.

როგორც წითლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ვინც ჩანაწერები გაავრცელა, არ შეიძლება იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ გულშემატკივარი.

მისივე განმარტებით, 10 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მიზანი „ნაციონალური მოძრაობის“ მოსპობა იყო.

“დღეს „ქართული ოცნების“ მთავარი დაბრკოლება არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი. რომ არა „ნაციონალური მოძრაობა“ , დიდი ხნის წინ ვიქნებოდით მიერთებული რუსეთის გუბერნიას. ფარული ჩანაწერების გავრცელების მიზანი, რა თქმა უნდა, არის ნიკა მელიას დისკრედიტაცია, მაგრამ პირიქით გამოუვიდათ. ამ გაურკვეველი ჩანაწერებით, ის ადამიანები, რომლებიც ნიკა მელიას მხარდამჭერები არ იყვნენ, იმდენად იყვნენ აღშფოთებულები, რომ ნიკა მელიას უჭერენ მხარს.

10 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მიზანი ქვეყნის განვითარება კი არ იყო, „ნაციონალური მოძრაობის“ მოსპობა იყო, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი პროდასავლური პარტიაა და მისი დაშლა იმ მიზნის განხორციელებისთვის, რასაც ჰქვია საქართველოს რუსეთის გუბერნიად გადაქცევა, მათთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიაა. მე ვერავის ვერ ვუკავშირებ, გარდა ხელისუფლებისა და სუს-ის.

ნიკა მელიას დისკრედიტაცია გულისხმობს „ნაციონალური მოძრაობის“ დისკრედიტაციასაც, იმიტომ, რომ ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარეა. ვინც ეს ჩანაწერები გაავრცელა, არ შეიძლება იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ გულშემატკივარი. ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ მტერი. ზიანი მიადგა მთლიანად პარტიას, მელიას მხარდამჭერებსაც, ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერებს და „ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერ წარმომადგენელს. მანამ, სანამ არსებობს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი წევრი მაინც, „ქართულ ოცნებას“ წინააღმდეგობა ექნება იმ გზაზე, რაც მიზნად აქვს დასახული“,- განაცხადა წითლიძემ.

ამასთან, მან ასევე ისაუბრა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე და აღნიშნა, რომ ის „ნაციონალური მოძრაობაში“ დაპირისპირებას ვერ დაადასტურებს.

მისივე თქმით, ის პროცესები, რაც პარტიაში მიმდინარეობს „ქართული ოცნებისთვის“ უცხო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ორგანულია.

„აზრთა სხვადასხვაობა ნამდვილად არის, ყოველთვის იყო და იქნება ყოველთვის. „ქართული ოცნება“ ამას ვერასდროს გაიგებს, იმიტომ რომ „ქართული ოცნება“ ტელევიზიიდან იგებს ვინ შეიძლება იყოს მათი პარტიის თავმჯდომარე. კობახიძემ შეიძლება, დილით გაიღვიძოს და გაიგოს, რომ არ არის პარტიის თავმჯდომარე. ამიტომ, „ქართული ოცნებისთვის“ ეს პროცესები არის უცხო. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არის ორგანული“,- განაცხადა წითლიძემ.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ჩანაწერი გავრცელდა, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. გავრცელებული ჩანაწერების თანახმად, სავარაუდოდ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო