გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 იანვარს, 11:00-დან 18:30 საათამდე დენი დროებით შეუწყდება აბონენტებს სოფელი დიღომში შოთა რუსთაველის, ფიროსმანის, გურამიშვილის ქუჩებზე და მიმდებარე ტერიტორიაზე.

11:00-დან 16:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში არაგვისპირი, ჭალის აგარაკები, ბიჩნიგაურები, ბოდორნა, აგატი, ქვემო არანისი, ჟინვალი, არანისი, ასევე სოფლებში ჩანადირთკარი, მლაშე, საშაბურო, ბოდორნა, ნაგლიანთკარი, ბაზალეთი, თხილიანა და მიმდებარე სოფლებში, ბაზალეთის ტბასთან.

15:30-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება