შალვა ხაჭაპურიძე - „მაგნიტსკის სიის“ მსგავსი, „სააკაშვილის სია“ უნდა შეადგინონ მხოლოდ ადვოკატებმა, პოლიტიკოსებმა ამ სიის შედგენაში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ხატია დეკანოიძეს შეხვდება, რათა „მაგნიტსკის სიის“ მსგავსი, „სააკაშვილის სიის" შედგენაში მონაწილეობა მიიღოს.

როგორც ხაჭაპურიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, სააკაშვილის სიის შედგენაში მონაწილეობა მხოლოდ ადვოკატებმა უნდა მიიღონ და არა პოლიტიკოსებმა.

„რამდენიმე წუთში ვიქნები საქართველოს პარლამენტში, „მაგნიტსკის სიის“ მსგავსი „სააკაშვილის სია" უნდა შეადგინონ მხოლოდ ადვოკატებმა, პოლიტიკოსებმა ამ სიის შედგენაში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ. ადამიანები, ვინც ამ სიაში უნდა შევიდეს, მსჯელობის და ჩამოყალიბების შემდეგ გახდება ცნობილი", - აცხადებს ხაჭაპურიძე.

ამასთან, ხაჭაპურიძის განცხადებით, დღეს, 14:00 საათზე, უკრაინის საელჩოში საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს, ანდრეი კასიანოვს შეხვდება.

"შეხვედრის ინიციატორი თავად კასიანოვი იყო. ასევე, შეხვედრების შემდეგ ვგეგმავ კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულებას", - აღნიშნა ადვოკატმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო