ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ უკრაინას ATACMS-ის რაკეტები და Leopard-ის ტანკები უნდა მიეწოდოს.
„პუტინი ფსონს მეტ შეფერხებაზე დებს. მან უნდა წააგოს ეს ფსონი. უკრაინამ ჩვენს მხარდაჭერასა და პატივისცემაზე მეტი დაიმსახურა. ATACMS-ებისა და Leopard-ების გაგზავნის დროა“, - წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი „ტვიტერზე“.
მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ შეერთებულ შტატებს შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის სარაკეტო სისტემების გადაცემა სთხოვა იმ პირობით, რომ მათთან სამიზნეებს შეათანხმებენ.