ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე პარლამენტში ხატია დეკანოიძეს ხვდება

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე პარლამენტში მივიდა. ხაჭაპურიძე საკანონმდებლო ორგანოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძეს ხვდება. შეხვედრაზე საუბარი „სააკაშვილის სიას“ შეეხება.

შეგახსენებთ, Heritage Foundation-ის აღმასრულებელი დირექტორი, უილიამ ბროუდერი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რომელმაც მას „მაგნიტსკის“ ახალი სიის წინასწარ შედგენაში ქართული ჯგუფებისთვის დახმარების გაწევა სთხოვა, პასუხობს, რომ მისმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, რომელშიც ეწერება, ვინ აფერხებს სამედიცინო მკურნალობას, ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლაზე და ვინ არის პასუხისმგებელი წამებაზე.

„მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ დასავლეთის მთავრობებმა "მაგნიტსკის სანქციებისთვის“ ამას ყურადღება მიაქციონ“, - წერს ბილ ბროუდერი მიხეილ სააკაშვილს.

ამასთან, ბროუდერის განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში მოკვდება, რამდენიმე პირის წინააღმდეგ სანქციები გარდაუვალი იქნება და ეს ქართველ პოლიტიკოსებს დიდ თავის ტკივილს გაუჩენს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო