ირაკლი ლექვინაძე - USA2GEORGIA-სთან დაკავშირებული გადაწყვეტილება იანვრის ბოლოს გამოცხადდება

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, USA2GEORGIA-სთან დაკავშირებული გადაწყვეტილება იანვრის ბოლოს გამოცხადდება.

ამასთან, როგორც ლექვინაძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან - დღემდე, მას შემდეგ რაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით კანონის აღსრულება დაიწყო, სააგენტომ მომხმარებლების მხრიდან 90-მდე განაცხადი მიიღო, საიდანაც 50-ზე მეტზე საქმის შესწავლა დაიწყო.

მისივე თქმით, დაწყებული საქმის წარმოებიდან 9 შემთხვევაზე, სააგენტომ გადაწყვეტილება უკვე გამოაცხადა.

„USA2GEORGIA-ს წინააღმდეგ დაახლოებით, 15-მდე განაცხადი შემოვიდა. თემა ეხებოდა მომხმარებლებისთვის არსებული პირობების ცვლილებას ტრანსპორტირების საფასურის გამოთვლისას. იანვრის თვეში ჩვენ ამ კომპანიასთან დაკავშირებით მივიღებთ გადაწყვეტილებას. სამი შესაძლო გადაწყვეტილება შეიძლება იყოს აქ:

1.დაუდგინდეს კომპანიას მომხმარებელთა უფლებების დარღვევა, დროული არაინფორმირებულობის გამო და ასეთ შემთხვევაში, მიეცემა გონივრული ვადა იმისთვის, რომ გამოასწოროს ხარვეზი, აღადგინოს მომხმარებლების დარღვეული უფლება. თუ ეს გონივრულ ვადაში არ მოხდა, იქნება საჯარიმო სანქციები.

2.კომპანიამ მოახდინოს განმარტება და ახსნას ობიექტური გარემოებებით ის ცვლილება, რაც მომხმარებლის მიმართ განხორციელდა. ასეთ შემთხვევაში, კომპანია გამართლდეს და ვთქვათ, რომ ეს იყო ობიექტური გარემოებებით გამოწვეული.

3.პირობითი ვალდებულების აღება - კომპანიამ თქვას, რომ საქმის წარმოების კუთხით ვიზარებ, რომ არასწორი ინფორმირებულობის გამო, სათანადოდ არ უზრუნველყავი მომხმარებლების ინფორმირება, დარღვევა დაადასტუროს და აიღოს პირობითი ვალდებულება, რომ გონივრულ ვადაში აღადგენს დარღვეულ უფლებებს. ასეთ შემთხვევაში, საქმის წარმოება წყდება და ჩვენ ველოდებით კომპანიის მხრიდან მომხმარებლების მიმართ განხორციელებულ ნაბიჯებს. ამ სამი შესაძლო გადაწყვეტილებიდან ერთს ჩვენ იანვრის ბოლოს გამოვაცხადებთ. რაც შეეხება დანარჩენ საქმეებს, დაახლოებით, 80% ეხება ონლაინ ვაჭრობს სფეროებს. ძირითადი მომხმარებელი არის თბილისიდან. ძირითადი სექტორი კი არის საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და ტანსაცმლით ვაჭრობა. თემატიკა მრავალფეროვანია, მაგალითად: თანხის არ დაბრუნება, პროდუქციის წუნის აღმოჩენა, შეკეთებასთან დაკავშირებული პრობლემები, გარანტიასთან დაკავშირებული საკითხები.

ამ ეტაპზე, 9 გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული. 9-ვე ეხება კომპანიამ აიღო პირობითი ვალდებულება. მათ ამ პროცესში თქვეს, რომ ვიაზრებთ პრობლემას, აღვუდგენთ მომხმარებელს დარღვეულ უფლებას და სავაჭრო პოლიტიკის ინფორმირების მაქსიმალურ შესაძლებლობას შევქმნით. ამისთვის მათ აქვთ გონივრული ვადა, ძირითადად, ეს არის 1-თვიანი პერიოდი. ჩვენ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, აუცილებლად გადავამოწმებთ კომპანიას და თუ ეს პირობები არ იქნება შესრულებული, საჯარიმო სანქციებამდე მიდის საქმე. საკმაოდ კარგი პრაქტიკაა“, - განაცხადა ლექვინაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო