იაგო ხვიჩია საპროკურორო საბჭოს სხდომაზე - მინდა თქვენთან საუბარი დავიწყო იმის შესახებ, რომ არ გვყავდეს პატიმრები და სისხლის სამართლის დამნაშავეები კანაფის თემასთან დაკავშირებით

მინდა თქვენთან საუბარი დავიწყო იმასთან დაკავშირებით, რომ არ გვყავდეს პატიმრები და სისხლის სამართლის დამნაშავეები კანაფის თემასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, საპროკურორო საბჭოს წევრმა, იაგო ხვიჩიამ საპროკურორო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ეს საკითხი გადაწყდება.

„ერთი თხოვნა მექნება, არ ვიცი, რამდენად შეიძლება სწორი ადგილი ვიპოვო ამ თხოვნის დასაფიქსირებლად, მაგრამ დღეს მომეცა საშუალება, რომ თქვენი ყურადღება მაქვს და ვიტყვი. მინდა თქვენთან საუბარი დავიწყო იმასთან დაკავშირებით, რომ არ გვყავდეს პატიმრები და სისხლის სამართლის დამნაშავეები კანაფის თემასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, ამ ფორმატში თქვენთან ერთად რაღაც საშუალება მოიძებნება იმისთვის, რომ ამაზე საუბარი დავიწყოთ. ეს პირადად ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ამავე დროს, არსებობს მოლოდინები ჩემი მხარდამჭერებისგან, რომ ამ საკითხს რაღაც ეშველება. მინდა იმედი მქონდეს, რომ იმ პერიოდში, როცა მე საპროკურორო საბჭოში ვარ, კონსენსუსს მივაღწევთ ამასთან დაკავშირებით. ვეცდები, რომ ჩემს კოლეგებთანაც ვიყო კორექტული, მათ შორის პარლამენტში და ყველაფერი გავაკეთო რაღაცნაირად, რომ ეს უხერხულობა, რომელიც ლეგალიზებული მცენარესთან არსებობს სამართალში, რამენაირად აღმოიფხვრას“,-განაცხადა ხვიჩიამ.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?