2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა

merlons-ის ახალი შოურუმის გახსნა განპირობებულია თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებისა და ცხოვრების სტილის ცვლილებებით. ბოლო წლებში საქართველოშიც გაიზარდა მოთხოვნა მაღალი ხარისხის, დიზაინერულ ავეჯსა და ინტერიერის ელემენტებზე, რომლებიც პასუხობენ როგორც ფუნქციონალურ, ასევე ესთეტიკურ მოლოდინებს.

შოურუმში წარმოდგენილია მსოფლიოში ცნობილი ბრენდები Pedrali, Bolia, Viokef, LTForm - რაც საშუალებას აძლევს ქართველ მომხმარებლებს, ახლოდან გაეცნოს მათ ხარისხსა და დიზაინერულ სრულფასოვნებას.

PEDRALI არის იტალიური ავეჯის ბრენდი, რომელიც ქმნის თანამედროვე და მდგრად ავეჯს საცხოვრებელი და საზოგადოებრივი სივრცეებისთვის. 60 წელზე მეტი ისტორია, 100-ზე მეტი დიზაინერული ჯილდო და ექსპორტი 100-ზე მეტ ქვეყანაში - ბრენდი, რომელიც ტრადიციასა და ინოვაციას წარმოადგენს.

ბრენდი აწარმოებს, სკამებს, მაგიდებს, რბილ ავეჯსა და გარე ავეჯს.

Bolia - მწარმოებელი ქვეყანა – დანია, გამოირჩევა ნატურალური მასალების გამოყენებით, ტექსტურის მრავალფეროვნებით, მინიმალისტური სტილითა და ეკომეგობრული მიდგომებით.

Bolia არის ის ადგილი, სადაც ესთეტიკა, ხელნაკეთი ოსტატობა და მდგრადი არჩევანი ერთმანეთს ერწყმის.

LTForm – იტალიური საოფისე სავარძლები გამოირჩევა მაღალი ხარისხით, ელეგანტური დიზაინით, კომფორტითა და თანამედროვე ერგონომიული გადაწყვეტილებებით.

Viokef – მწარმოებელი ქვეყანა - საბერძნეთი

Viokef უკვე 70 წელზე მეტია, რაც ქმნის მაღალი ხარისხის განათების სისტემებს, რომლებიც აერთიანებს თანამედროვე დიზაინს, ფუნქციურობას და ბუნებრივ მასალებზე დაყრდნობილ ესთეტიკას.

ეს არის არჩევანი მათთვის, ვინც ეძებს არა მხოლოდ განათებას, არამედ დიზაინს, ხარისხსა და სივრცეში სიმყუდროვის ესთეტიკას.

merlons მომხმარებელს სთავაზობს არა მხოლოდ შოურუმში წარმოდგენილ ავეჯს, არამედ შესაძლებლობას, შეარჩიოს სასურველი ტექსტილი, ფერი და კონფიგურაცია. თითოეული ნივთი შეიძლება მოერგოს მის გემოვნებას და სივრცეს.

ვისთვის იქნება განსაკუთრებით საინტერესო?

მერლონსის ახალი ავეჯის შოურუმი განსაკუთრებით საინტერესო იქნება ინტერიერის დიზაინერებისთვის, არქიტექტორებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც აფასებს ხარისხს, სტილს და ფუნქციურ ელეგანტურობას. ეს არის სივრცე, სადაც იდეები რეალობად იქცევა.

(R)

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს