ხატია დეკანოიძე - „მაგნიტსკის სიაზე" მიერთებული უნდა იყვნენ ის ადამიანები, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული - ჩემი მოსაზრებაა, რომ იუსტიციის მინისტრის მიმართ მტკიცდება ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა

„მაგნიტსკის სიაზე" მიერთებული უნდა იყვნენ ის ადამიანები, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული - ჩემი მოსაზრებაა, რომ იუსტიციის მინისტრის მიმართ მტკიცდება ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძესთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სიაზე იმუშავებენ მხოლოდ იურისტები და უფლებადამცველები, ხოლო მათი მოვალეობა იქნება მხოლოდ დახმარება მასალების შეგროვებაში.

"ზოგადად, "მაგნიტსკის სიაზე" მუშაობენ იურისტების ჯგუფი, ადამიანის უფლებათა დამცველების ჯგუფი და ეს ყველა ქვეყანაში ასე იყო. ამიტომ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მოვაგროვეთ ფრაქციაში, პოლიტიკურ ნაწილში, დღეს გადაეცემა იურისტებს, ვინც წარმოადგენენ მიხეილ სააკაშვილს. რაც შეეხება ყველა დანარჩენს, მათ შორის, ცხრილში (სიაში) შეყვანას, ეს არის ადვოკატების განსახილველი, "მაგნიტსკის სიაზე" არ მუშაობენ პოლიტიკოსები, არამედ იურისტები და უფლებადამცველები და ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ, ჩვენი იურისტები ჩვენი კუთხით სამართლებრივ ნაწილში რაც შეგვეძლება დავეხმარებით, მივაწვდით ინფორმაციას.

ჩემი მოსაზრება არის, რომ „მაგნიტსკის სიაზე" მიერთებული უნდა იყვნენ ის ადამიანები, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული და ადამიანის უფლებათა კონვენციები დაარღვია. ჩემი მოსაზრებაა, რომ პოლიტიკური ნაწილი სხვა შეფასების კრიტერიუმია. ჩემი მოსაზრებაა, რომ მნიშვნელოვანია კრიტერიუმი, რომლითაც კონკრეტულად ის ადამიანები, ვინც სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ, არაჰუმანურ მოპყრობაში ჩართულები იყვნენ ამ დანაშაულებრივ სქემაში და კონკრეტულად მათ მიმართ მტკიცდება დანაშაული და ის, რომ მათ დაარღვიეს ადამიანის უფლებათა კონვენციები. ჩვენ შეგვიხლია ეს სია უსასრულოდ გავზარდოთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ის უნდა იყოს ძალიან კონკრეტულ საქმეებზე დაფუძნებული, ამიტომ ამ სიას ვუდგები საქმიანად. ვფიქრობ, იუსტიციის მინისტრი, რომელიც ჩართული იყო არაადამიანურ მოპყრობაში და პასუხისმგებელი იყო იმ კადრების გავრცელებაზე, რომელიც გავრცელდა, ამიტომ ჩემი მოსაზრებაა, რომ ამ ადამიანის მიმართ მტკიცდება ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა, ამიტომ მე ჩემს მოსაზრებებს გადავცემ უფლებადამცველებს, მათთან კოორდინაცია გვექნება, მაგრამ უფლებადამცველების ფუნქციაა "მაგნიტსკის სიაზე" მუშაობა, ეს არ არის პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობა,"- განაცხადა დეკანოიძემ.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა