გია ვოლსკი - მიხაილო პოდოლიაკის განცხადება და შეფასება არის უტიფარი - ის ან უტიფრად აგრძელებს „ნაცმოძრაობის" პოლიტიკას ან ვერაფერს ხედავს, რა ხდება უკრაინის გარშემო და რეგიონში

მიხაილო პოდოლიაკის განცხადება და შეფასება არის უტიფარი - ის ან უტიფრად აგრძელებს "ნაცმოძრაობის" პოლიტიკას ან ვერაფერს ხედავს, რა ხდება უკრაინის გარშემო და რეგიონში, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

როგორც ვოლსკიმ ამ კონტექსტში აღნიშნა, “ჩვენ არ გაგვაჩნია ტანკი იმისთვის, რომ უკრაინას მივაწოდოთ“.

“თუ ის იმის შემდეგ ვერ მიხვდა, ვისკენ არის საქართველო - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქვეყანამ რუსეთის მიმართ ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო, როგორიც არის მათ შორის ტრიბუნალისთვის მიმართვა, რუსეთის გარიცხვა მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან... ჩვენ არ გაგვაჩნია ტანკი იმისთვის, რომ უკრაინას მივაწოდოთ, მაგრამ გაგვაჩნია ელექტროგენერატორები და ჰუმანიტარული დახმარების გარკვეული რესურსი, რასაც ვაწვდით. აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში ამ მაჩვენებლითაც პირველ ადგილზე ვართ. ჩვენ გაგვაჩნია რესურსი იმის, რომ საქართველოში მცხოვრებ უკრაინელ ხალხს დავეხმაროთ, მათ შვილებს სკოლაში სწავლის საშუალება მივცეთ და მათი პედაგოგები დავაფინანსოთ. ამის შემდეგ, თუ პოდოლიაკმა ვერ დაინახა, საქართველო რა პოზიციაზე დგას, მისი განცხადება შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც უტიფრობა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ინტერვიუში კომენტარი გააკეთა საქართველოს უარის შესახებ, კიევს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები გადასცეს. როგორც მან განაცხადა, ქართველმა ხალხმა უდიდესი შეცდომა დაუშვა, როდესაც თავის დროზე ასეთი მთავრობა აირჩია.

„ძალიან მარტივი დამოკიდებულება მაქვს საქართველოსადმი. არის ქართველი ხალხი, მაგრამ მან, სამწუხაროდ, უდიდესი შეცდომა დაუშვა, როდესაც თავის დროზე ასეთი მთავრობა აირჩია. ბატონი ივანიშვილის სახელობის მთავრობა, რომელიც სრულიად ფართოდ გახელილი ან ფართოდ დახუჭული თვალებით რუსეთის ფედერაციას უყურებს და მისგან ელის რაღაც ენერგეტიკულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს, 2008 წლის ომის არ გაგრძელებას ანუ ქართული ტერიტორიების ოკუპაციის გაგრძელებას”, - განაცხადა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, საქართველოს ასეთ ხელისუფლებასთან შეთანხმება შეუძლებელია, რადგან „ისინი სხვა რეალობაში იმყოფებიან”.

ფარხად მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2023
ჯეიმი ფლაი - უკრაინელებმა მთელი მსოფლიო დაარწმუნეს, რომ მზად არიან დაიცვან თავის ქვეყანა, მიუხედავად საშინელი საფრთხისა, რომლის წინაშეც იდგა უკრაინის ბევრი ოფიციალური პირი და უკრაინელი ხალხი
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს
SWEFLAND Group ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის - ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი სოლიდარობის ფონდთან
IDS ბორჯომსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციას შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა