უკრაინამ ნორვეგიისგან 3 მილიონი დოლარის ღირებულების დროებითი ხიდები მიიღო

ნორვეგიის სახელმწიფო საავტომობილო გზების სამმართველოს ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული პირველი სატვირთო მანქანები უკრაინაში ჩავიდა.

უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 2022 წლის დეკემბერში ნორვეგიამ უკრაინას გადასცა 10 ხიდი, რომელთა საერთო ღირებულება 30 მილიონი ნორვეგიული კრონია (3 მილიონი აშშ დოლარი).

„უკრაინის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ნორვეგიული ხიდები დამონტაჟდება. ეს არის acrow/bailey ტიპის დროებითი კონსტრუქციები, რომლებიც შესაფერისია მძიმე მანქანების გადაადგილებისთვის,"- აღნიშნულია ინფორმაციაში.

უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ნორვეგია გახდა მესამე ქვეყანა, ჩეხეთისა და საფრანგეთის შემდეგ, რომელმაც უკრაინას საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის ჰუმანიტარული დახმარება გადასცა.

გარდა ამისა, Ukravtodor უახლოეს მომავალში ელოდება ხიდებს შვედეთიდან და დროებითი გადასასვლელების კიდევ ერთ პარტიას ჩეხეთიდან.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით