ზურაბ აზარაშვილი ლატვიის ელჩს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ედიტე მედნეს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა დიპლომატს ჯანდაცვის სექტორში განხორციელებული რეფორმები გააცნო.

„მხარეებმა შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელი განიხილეს.

DRG, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის.

სისტემის შემუშავებისას, უწყება მჭიდროდ თანამშრომლობდა ლატვიურ მხარესთან.

ელჩმა ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოაცხადა.

შეხვედრაზე მოსახლეობისთვის, მედიკამენტების კიდევ უფრო გაიაფების მექანიზმებიც განიხილეს. საუბარი შეეხო წამლებზე რეფერენტული ფასის დაწესებას.

ზურაბ აზარაშვილმა უწყების მხრიდან, ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობისთვის, უკვე გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დაინერგა ელექტრონული რეცეპტების სისტემა და ამოქმედდა გენერიკული დანიშნულების გაცემის წესიც.

ელჩმა საქართველოში წამლის ფასის რეგულირების მექანიზმის შემოღება მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად შეაფასა და აღნიშნა, რომ ცვლილება მოსახლეობის საკეთილდღეოდ იმოქმედებს”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში