გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სპეკულაციის საგანია - თაღლითობა და სიმულაცია არის რესურსი, რითაც იბრძვიან!

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სპეკულაციის საგანია - თაღლითობა და სიმულაცია არის რესურსი, რითაც იბრძვიან! - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

ვოლსკის შეფასებით, “საერთაშორისო დონის თაღლითობა აშკარა ხდება, როგორც სააკაშვილის მედიცინის თვალსაზრისით, ასევე სამართლებრივი კუთხით“.

“აღმოჩნდა, რომ ექიმები, რომლებიც ამბობენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, თურმე გარკვეული მონაცემებით ხელმძღვანელობენ, რომელიც გარკვეული დასკვნების გაკეთების საფუძვლად არ გამოდგება. სააკაშვილმა კუჭის რეზექცია გაიკეთა და მას სპეციალური დიეტა სჭირდება. ეს ადამიანები მთელი რესურსით ზეწოლას ახდენენ, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს საკუთარ თავს.

გიორგი ბარამიძე ამბობს, უნდა შეიკრიბონ, როგორმე დესტაბილიზაციის პროცესი გაგრძელდეს და მოხდეს ძალების მობილიზება ხელისუფლების შესაცვლელად, საომარ მოქმედებებში ჩასართავად. სამწუხაროა, მაგრამ ვხედავთ, რომ ამისთვის ჯერ ბევრი რესურსი გააჩნიათ, მათ შორის ფინანსები“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გილიომ მერსიე - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების ხელშია - ევროკავშირი მზადაა განაახლოს ურთიერთობა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ - ახალი სპორტული ობიექტები შესანიშნავია და უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დირექტორი  - „საქართველოს კაპიტალი“ ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორად არაკომპეტენტური და საეჭვო რეპუტაციის პირის დანიშვნას ცდილობს
„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი  ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა