საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი არქიტექტურაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე მუშაობს

­

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის დოქტორანტი რატი ნეფარიძე, პირველად საქართველოში, ხელოვნური ინტელექტის არქიტექტურაში, დიდ პროექტებში გამოყენებაზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის პირველი კურსის დოქტორანტის, რატი ნეფარიძის სადოქტორო თემის - „ხელოვნური ინტელექტი არქიტექტურაში, ინტუიციური დიზაინი“, ხელმძღვანელი სტუ-ის პროფესორი გიორგი სალუქვაძეა.

როგორც რატი ნეფარიძე აცხადებს, სადოქტორო ნამუშევრის მიზანია, შექმნას პროგრამა, რომელიც არქიტექტორს საშუალებას მისცემს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, სწრაფად და ეფექტურად იმუშაოს დიდ პროექტებზე და რაც მთავარია, მაქსიმალურად იქნას დაცული არქიტექტორის ინტელექტუალური საკუთრება.

„ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, არაერთი საკითხი საჭიროებს კომპლექსურ გადაწყვეტილებას. არქიტექტორები, ჯერჯერობით, გაზრდილ მოთხოვნებს უმკლავდებიან, მაგრამ შორს არაა დრო, როდესაც ეს ფიზიკურად შეუძლებელი გახდება. ამისთვის საჭიროა დღეს დავიწყოთ მუშაობა ისეთ ხელსაწყოებზე, რომელიც ადამიანთან ტანდემში მოგვცემს საშუალებას შევქმნათ ახალი და ამავდროულად, ეფექტური. ასეთ ტექნოლოგიად მივიჩნევ ხელოვნურ ინტელექტს. თემაზე მუშაობის დაწყების წინ, მოვიძიე ლიტერატურა, ეს იქნებოდა სტატია თუ კვლევა. აღმოჩნდა, რომ ხელოვნური ინტელექტი არქიტექტურულ დიდ პროექტებში, არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიო მასშტაბით არ გამოიყენება. ანუ, ჩემი თემა იქნება ამ მიმართულებით პირველი სიტყვა მათთვის, ვინც სამომავლოდ უფრო ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელებას დაისახავენ მიზნად. გაზრდილ მოთხოვნილებებთან ერთად გაზრდილია მოთხოვნების სირთულე, ადამიანი გენიალური არსებაა თავისი არსით, მაგრამ ყველას აქვს ლიმიტი, როდესაც არ შეუძლია სწრაფად ცურვა, ის იგონებს ნავს. მე მინდა არქიტექტორებისთვის შევქმნა „ნავი“, რომელიც მათ დაეხმარებათ უფრო სწრაფად და პროდუქტიულად იმუშაონ. დღეს მთავარ პრობლემას წარმოადგენს საკუთრების დაცვა. ხელოვნური ინტელექტი კონკრეტული სურათის საფუძველზე გვაძლევს რამდენიმე ვერსიას და არ ვიცით ვინ არის ავტორი. ჩემი მიზანია, არქიტექტურას მივცე ხელსაწყო, სადაც ისინი მიუთითებენ მხოლოდ თავის დიზაინს და მხოლოდ ამ დიზაინის მიხედვით მისცემს არქიტექტორს ხელოვნური ინტელექტი ახალ ვარიანტს“, - აცხადებს სტუ-ის დოქტორანტი, რატი ნეფარიძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განცხადებით, დოქტორანტ რატი ნეფარიძის ნაშრომი იქნება პირველი ნაბიჯი არქიტექტურის დიდ პროექტებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მიმართულებით.

„რატი ნეფარიძე რთულ და თითქმის აუთვისებელ თემას შეეჭიდა, რაც მიუთითებს მის მოტივაციაზე, წინსვლისკენ სწრაფვაზე და ეს არის ძალიან კარგი თვისება, მით უფრო, რომ რატის, ისევე როგორც ფაკულტეტს, დიდი შესაძლებლობები აქვს დასახული მიზანი განახორციელოს. მინდა წარმატება ვუსურვო დოქტორანტს და მის ხელმძღვანელს, ბატონ გიორგი სალუქვაძეს“, - განაცხადა სტუ-ის რექტორმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის დოქტორანტის თემის სამუშაო პროცესში სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის შესაბამისი მიმართულების პროფესორი ჩაერთვება.

„თემა რამდენადაც თეორიულია, იმდენად პრაქტიკულია და აქ მთავარია ინფორმატიკის მიმართულება. ჩემი ცოდნა ვერ შეედრება ამ სფეროში მომუშავის ცოდნას. სწორედ იმიტომ, რომ გამარტივდეს თემის მიზნის მიღწევა, რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის რჩევით, კვლევაში შესაბამისი სპეციალისტი ჩაერთვება, რომელიც განსაზღვრავს არქიტექტურაში როგორ ჩავსვათ ტექნოლოგია ისე, რომ მივიღოთ შედეგი. ანუ, პრობლემა ხდება ტექნიკური გადაწყვეტილებები. სწორედ პროგრამული უზრუნველყოფისთვის შესაძლოა დავიხმაროთ ინფორმატიკის ფაკულტეტის შესაძლებლობები, რომელიც საკმაოდ დიდია და ერთ-ერთი წამყვანია საქართველოს მასშტაბით თავისი პროგრამებით და შესაძლებლობებით“, - აცხადებს რატი ნეფარიძე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო