ირაკლი ლექვინაძე - საავტომობილო საწვავზე შესაძლებელია და მოსალოდნელია ფასის კორექტირება შემცირების კუთხით

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, შესაძლოა, საავტომობილო საწვავზე ფასები კვლავ შემცირდეს.

ამასთან, როგორც ლექვინაძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოკვლევის შედეგები, რომელიც სააგენტომ აგვისტოს თვეში საწვავის 5 მსხვილი იმპორტიორის მისამართით დაიწყო, თებერვალში გახდება ცნობილი.

„კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წელს აგვისტოში დაასრულა საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგი. მონიტორინგმა გვიჩვენა, რომ არსებობდა საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ ჩვენ აღნიშნულ საკითხზე მოკვლევა დაგვეწყო. მოკვლევა აგვისტოში 5 მსხვილი რეალიზატორის წინააღმდეგ დავიწყეთ. საქმე ეხებოდა ბაზარზე შესაძლო არაკეთილსინდისიერ ქცევას ან შესაძლო შეთანხმებულ ქმედებას. ჩვენ მონიტორინგის პროცესში დავინახეთ, რომ რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში, გაიაფებული იმპორტის ასახვა სათანადოდ არ ხდებოდა საცალო ბაზარზე, ასევე ევროპიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში, საბაჟო საწყობიდან კონკურენტ კომპანიებზე საწვავის დაახლოებით 0.75-1 ლარის ფარგლებში უფრო იაფად მიყიდვა ხდებოდა, ვიდრე საკუთარ ქსელში შეჰქონდათ. ჩვენი მოკვლევა მიმდინარეობს იმ მიმართულებით, ხომ არ უკავშირდება ეს ყველაფერი 5 მსხვილი კომპანიის არაკეთილსინდისიერ ქცევას ან შესაძლო შეთანხმებულ ქმედებას. ამ ეტაპზე დაახლოებით აგვისტოდან დღემდე ეკონომიკური ანალიზი ამ საკითხის პრაქტიკულად დასრულებული გვაქვს, 5 მსხვილი კომპანია და სხვა მასთან დაკავშირებული კომპანიების გამოკითხვებიც პრაქტიკულად დასრულებულია. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ თებერვალში საბოლოო გადაწყვეტილებას ან შუალედურ გადაწყვეტილებას გავაცნობთ დაინტერესებულ მხარეებს. თუ ამ მოკვლევის შედეგად დარღვევა დადგინდება, ეს ითვალისწინებს ჯარიმას, კომპანიების წინა წლის ფინანსური ბრუნვის 5%-მდე მოცულებით.

2022 წლის მარტიდან - დღემდე დაახლოებით, 1 ლარზე მეტადაა შემცირებული ყველა ტიპის საწვავზე ფასები. ამის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია საერთაშორისო ფასები და ეროვნული კურსის გამყარების ტენდენცია. თუმცა მიგვაჩნია, რომ კიდევ უფრო შესაძლებელია და მოსალოდნელია ფასის კორექტირება შემცირების კუთხით“, - განაცხადა ლექვინაძემ.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
ბორის სოკოლოვი - რუსეთისთვის ჩინურ იუანზე ორიენტაცია სახიფათოა, რადგან, ჩინურ ხელისუფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია იუანის კურსის დადგენა, სამწუხაროდ, ომი უკრაინაში 2024 წელს არ დასრულდება
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი