ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან ერთად, სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან ერთად, სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ნიკოლოზ სამხარაძემ, დელეგაციის წარმომადგენლებს, როგორც ადამიანის უფლებების კუთხით ასევე, ზოგადად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო.

„ვეწვიეთ საოკუპაციო ხაზს სოფელ ოძისში, სადაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ როგორც ადამიანის უფლებების კუთხით ასევე, ზოგადად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.

მათ მოისმინეს იმ გეგმების შესახებ, რომელიც რუსეთის ფედერაციას ამ რეგიონების ანექსიასთან დაკავშირებით აქვს და გაეცნენ მძიმე ვითარებას, რომელშიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველები იმყოფებიან. ეს ეხება როგორც გადაადგილების უფლების შეზღუდვას, ასევე, იმ მოსახლეობის უკან სახლებში დაბრუნების უფლების აკრძალვას, რომლებმაც საკუთარი საცხოვრებელი როგორც ცხინვალის რეგიონში, ისე აფხაზეთში დაკარგეს. ეს ყველაფერი კომიტეტის ანგარიშში აისახება და საკითხი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე მოხვდება. ამ ვიზიტის მთავარი მიზანი სწორედ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების ვითარების გარკვევაა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამასთან, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ფარა კარიმიმ აღნიშნა, რომ მათ საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიიღეს.

„ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი თვალით გვენახა რა სიტუაციაა ადგილზე. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, როგორც არსებული ვითარების, ასევე მოსახლეობისთვის დაწესებული გადაადგილების უფლების შეზღუდვის შესახებ“, - განაცხადა ფარა კარიმიმ.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრები საქართველოს პარლამენტში გუშინ გაიმართა და დღეს, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის წარმომადგენლები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრ, თეა ახვლედიანს შეხვდნენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო