ოლექსი დანილოვი - მომდევნო ორი-სამი თვე რუსეთ-უკრაინის ომში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ მომდევნო რამდენიმე თვე რუსეთ-უკრაინის ომში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ორივე მხარე გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება.

„მომდევნო ორი-სამი თვე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და თითქმის გადამწყვეტი ამ ბრძოლაში, რომლისთვისაც ჩვენ ვემზადებით და ჩვენი მტერი, აგრესორიც ემზადება“, - აღნიშნა დანილოვმა.

შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ სოლედარში სასტიკი ბრძოლები გრძელდება, მტერი წარუმატებლად ცდილობს თავდაცვის გარღვევას.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო