მეუფე სტეფანე - ხელისუფლებისაც ვერ გავიგე - არ ვამბობ, რომ ვინმესთან კონფრონტაციაში შევიდეს, უბრალოდ, გასაგებად ითქვას, რას ვშვრებით, საით მივდივართ - მშვიდობა, უბრალოდ მშვიდობისთვის არ არსებობს

მე ხელისუფლებისაც რაღაც ვერ გავიგე -ეს ხელისუფლება ცდილობს თუ არა თავისი ქვეყნის ინტერესების დაცვას. მე არ ვამბობ, რომ ვინმესთან კონფრონტაციაში შევიდეს, უბრალოდ, გასაგებად ითქვას, რას ვშვრებით ჩვენ, საით მივდივართ, რა გვინდა და ის მშვიდობა, უბრალოდ მშვიდობისთვის არ არსებობს. მშვიდობა იმიტომ მინდა, რომ მე რაღაც ინტერესები მაქვს იმ მშვიდობასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს სურს, ამ მძიმე სიტუაციაში ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეს.

„ყველაფრის ლაპარაკის უფლებას ჩემ თავს არ მივეცი იმიტომ, რომ ბევრი რამეა, მაგრამ ალბათ, დადგება ის, მომენტი, როდესაც ამ ყველაფერზე ლაპარაკი უკვე შესაძლებელი იქნება; იმდენად შემოგვაწვებიან, აუცილებლობა მოითხოვს, რომ ჩვენ რაღაცებზე უარი ვთქვათ. ამას მე, დიდი ხანია ვხედავ და რაც ჭყონდიდის ეპარქიაში ხდებოდა ამ შეთქმულების ერთ-ერთი წილი იყო. ახლა უკვე საზღვარგარეთიდან პირდაპირ ყვირიან ვიგინდარა ვითომ ქართველები, სერგო ორჯონიკიძეების მემკვიდრეები, რომ ვითომ ჩვენ რუსეთის პოზიცია გვიკავია და მოდიან ტანკებით აფხაზეთის გამოვლით, ვის ეუბნებიან ამას?! და მაგათ ჰგონიათ, რომ მთელი ხალხი აღფრთოვანებული იქნება?! უკრაინაში რუსები რომ შევიდნენ აღფრთოვანებული უკრაინელები დახვდნენ? ასეთი გამყიდველები რომ მოვლენ აქ, იგივე ვარიანტი იქნება.როცა სხვის ჯარს შენ ქვეყანაში შემოყვები შენ ასეთივე დახვედრა გექნება, როგორიც უკრაინელებმა მოუწყვეს იმ რუსებს. რუსულად ლაპარაკობდნენ უკრაინული არც იცოდნენ, მაგრამ როცა დაინახეს, რომ მათ ემუქრება რაღაც ეს „მახინა“, წინააღმდეგობა გაუწიეს. შენ თუ რუსეთის გინებით, რუსეთის მომხრედ მე გამომიყვან, რაც სიცრუეა და შემდეგ ტანკებით შემოხვალ, ვითომ რუსეთის გავლენებისგან უნდა მიხსნა - რას მიკეთებ, ვერ გავიგე, ვინ ხარ შენ? აი, სიტყვას რომ ამოიღებ, დააკვირდი, რას ლაპარაკობ. მოღალატედ შეირაცხები. რომ გგონია დიდ საქმეს აკეთებ აქ თითების ქნევით, ამ საკითხებში სერგო ორჯონიკიძის გვერდით დადექი. არაფერი გაგეგება, რა არის შენ ქვეყანაში მთავარი და რის გამო იბრძვის შენი ქვეყანა. რა უნდა საქართველოს? აი, ამ მძიმე სიტუაციაში გამოვიდეს ნაკლები დანაკარგებით და ამის გამო ახლა, რა, რუსეთს თითები რომ ვუქნიო ამით საქართველოს რამე ეშველება? ჩვენ ვცდილობთ, მასთანაც შევინარჩუნოთ რაღაც ისეთი დისტანციური ურთიერთობა. თუმცა, ჩვენ, მასთან ურთიერთობაზე უარი ვთქვით.

რამდენი ხანია საქართველოს ყველანაირი ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს რუსეთთან. უკრაინა ჩახუტებულია [რუსეთთან], ახლაც, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთიდან უამრავი რაღაც გადის. ჩვენ რომ გვაბრალებენ რაღაც ხვრელებიაო, ხვრელების მეტი რა არის, იქიდან გადის მთელი ის ნაკადები, რაც კი რამე გადის.

ევროპასაც აწყობს, უკრაინასაც აწყობს და ყველას და ჩვენ ვართ დამნაშავეები, თურმე. ამას ახლა, როცა არ ამბობ, მერე ეს გროვდება. მე ხელისუფლებისაც რაღაც ვერ გავიგე. ეს ხელისუფლება ცდილობს თუ არა თავისი ქვეყნის ინტერესების დაცვას. მე არ ვამბობ, რომ ვინმესთან კონფრონტაციაში შევიდეს, უბრალოდ, გასაგებად ითქვას, რას ვშვრებით ჩვენ! საით მივდივართ, რა გვინდა და ის მშვიდობა, უბრალოდ მშვიდობისთვის არ არსებობს. მშვიდობა იმიტომ მინდა, რომ მე რაღაცა ინტერესები მაქვს იმ მშვიდობასთან დაკავშირებით, თორემ რომ შემოგვივარდეს ის, ვითომ ქართველი იქიდან ტანკით, მშვიდობა დარჩება? მერე რა უნდა ვქნათ, უნდა ვიომოთ, ხომ? ასევე, რუსეთიდან თუ ვინმე წამოუძღვება კიდევ რაღაცას იმათთანაც, ყველგან გვექნება პრობლემა, მაგრამ ჩვენ თვითონ რატომ უნდა დავიწყოთ „ჩხიკინი“? თუ სხვას გზას არ დაგვიტოვებენ მერე კი შეიძლება მოხდეს ის, რომ ღირსება დასაცავი იქნება, ამ დროს თუ რამის გამკეთებელი ხარ, მოდი, მხარში დამიდექი და არა ისე, რომ შენ მაიძულო შენი ჭკუით ვიცხოვრო. როგორც საქართველოს უნდა, ისე ცხოვრობს, რაც არის მისაღები, ის არის მისაღები“, - აცხადებს მეუფე სტეფანე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო