გურამ მაჭარაშვილი - ნუ შეწუხდებიან ზედმეტი ჭკუის სწავლებით - არ გვეშლება არც მტერი და არც მოყვარე და არც უკრაინასთან ურთიერთობა შეგვშლია

ნუ შეწუხდებიან ზედმეტი ჭკუის სწავლებით - მინიმუმ 3-ათასწლოვანი სახელმწიფოებრივი გამოცდილება გვაქვს, მეგობრული ურთიერთობაც ვიცით, არ გვეშლება არც მტერი და არც მოყვარე და არც უკრაინასთან ურთიერთობა შეგვშლია, მაგრამ ვიცით, რომ საქართველოა სახელმწიფო, რომლის ინტერესებიც პირველ რიგში უნდა დავიცვათ! - ეს განცხადება უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მიხაილო პოდოლიაკის პასუხად გააკეთა.

მაჭარაშვილის თქმით, „საზოგადოება დაიღალა იმაზე მსჯელობით თუ როგორ ეხმარება საქართველო უკრაინას აბსოლუტურად ყველა კონტექსტში, გარდა ერთისა, რომ ომს არ იწყება და აქ მეორე ფრონტს არ ხსნის".

„იქნება პოდოლიაკი, არესტოვოჩი თუ ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირი უკრაინაში, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს ქართულ საზოგადოებას და ქართულ სახელმწიფოს, ბუნებრივია, ეს უარყოფითად იქნება შეფასებული თავად ქართული საზოგადოების მიერ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ და ძალიან ბევრმა დეპუტატმა თქვა, დადგება დრო, როცა ჩვენს უკრაინელ მეგობრებს თვალებში ჩავხედავთ. ძალიან მაინტერესებს, რას იტყვიან იმ მაგალითებზე, რასაც ჩვენ მოვიყვანთ და რასაც ისინი საქართველოსთან მიმართებაში აკეთებდნენ", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ინტერვიუში კომენტარი გააკეთა საქართველოს უარის შესახებ, კიევს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები გადასცეს. როგორც მან განაცხადა, ქართველმა ხალხმა უდიდესი შეცდომა დაუშვა, როდესაც თავის დროზე ასეთი მთავრობა აირჩია.

„ძალიან მარტივი დამოკიდებულება მაქვს საქართველოსადმი. არის ქართველი ხალხი, მაგრამ მან, სამწუხაროდ, უდიდესი შეცდომა დაუშვა, როდესაც თავის დროზე ასეთი მთავრობა აირჩია. ბატონი ივანიშვილის სახელობის მთავრობა, რომელიც სრულიად ფართოდ გახელილი ან ფართოდ დახუჭული თვალებით რუსეთის ფედერაციას უყურებს და მისგან ელის რაღაც ენერგეტიკულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს, 2008 წლის ომის არ გაგრძელებას ანუ ქართული ტერიტორიების ოკუპაციის გაგრძელებას”, - განაცხადა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, საქართველოს ასეთ ხელისუფლებასთან შეთანხმება შეუძლებელია, რადგან „ისინი სხვა რეალობაში იმყოფებიან”.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო