აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სეიმურ ჰაზი აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

საქართველოში აზერბაიჯანელი ოპოზიციური პოლიტიკოსი სეიმურ ჰაზი არ შემოუშვეს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ჰაზი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ავრცელებს.

“საქართველოს ხელისუფლებამ უმიზეზოდ არ შემიშვა ქვეყანაში”, - წერს ჰაზი.

ოპოზიციური პარტია “აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის” თავმჯდომარემ “რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში აღნიშნულ საკითხზე უფრო ფართოდ ისაუბრა. ჰაზი აღნიშნავს, რომ ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იგი საქართველოში იმყოფებოდა სამკურნალოდ, რის შემდეგაც თურქეთში წავიდა.

“არშემოშვების მიზეზი პოლიტიკურია, სხვა საფუძველი არ არის და შეუძლებელია, ამას მოითხოვს ალიევის რეჟიმი და ისინი ასე აკეთებენ”, - განაცხადა ჰაზიმ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო