"ევროპის უნივერსიტეტში" გიორგი ხელაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა

"ევროპის უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ჟან მონეს მოდულის - "ევროპეიზაცია, როგორც საქართველოს დემოკრატიზაციის ინსტრუმენტი", ფარგლებში საჯარო ლექციათა სერია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას "ევროპის უნივერსიტეტი” ავრცელებს.

12 იანვარს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ხელაშვილმა წაიკითხა ლექცია, თემაზე: „საქართველოს საგარეო და რეგიონული ურთიერთობები", რომელსაც "ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტები და პარტნიორი სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები დაესწრნენ.

„ლექციის დასასრულს სტუდენტები და მოსწავლეები დასწრების სერტიფიკატით დაჯილდოვდნენ. მათ აგრეთვე მიეწოდათ ინფორმაცია მიმდინარე წლის 13-23 თებერვალს დაგეგმილი ჟან მონეს მოდულის რიგით მესამე და ბოლო ზამთრის სკოლაში მონაწილეობის შესაძლებლობის და პირობების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ჟან მონეს მოდული "ევროპეიზაცია, როგორც საქართველოს დემოკრატიზაციის ინსტრუმენტი" თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას უკვე მესამე წელია, "ევროპის უნივერსიტეტის" საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის აკადემიური გუნდი პროფესორ ლევან მახაშვილის ხელმძღვანელობით ახორციელებს”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო